საქართველო და იტალია ერთობლივად იბრძვიან ვაზის საშიში დაავადებების წინააღმდეგ

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს მევენახეობა ახალ გამოწვევას აწყდება — ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებები სულ უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ვენახებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იტალიის ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო დაწესებულებასთან — მილანის უნივერსიტეტთან — ხელი გაიმართა.

ერთობლივი კვლევის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტის პროფესორი ფაბიო ქუაგლინო საქართველოში ჩამოვიდა და ცენტრის სპეციალისტებთან ერთად მასშტაბური საველე სამუშაოები ჩაატარა. მონიტორინგი მოიცავდა ჯიღაურას სასწავლო-სადემონსტრაციო ბაზასა და თელავის, ყვარლისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ვენახებს, სადაც სპეციალისტებმა დაავადების სიმპტომების მქონე ვაზის ნიმუშები შეაგროვეს.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა ოქროსფერი სიყვითლე — Flavescence dorée, რომელიც ევროპაში ვაზის ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ დაავადებად ითვლება. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, რამდენად გავრცელებულია ეს პათოგენი საქართველოს ვენახებში და რა საფრთხე ემუქრება ქვეყნის მევენახეობის სექტორს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შეგროვებული ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზი პარალელურად ჩატარდება — როგორც ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში, ასევე მილანში. კვლევისთვის გამოყენებული იქნება უახლესი მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები და სიქვენსირება, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს ზუსტად განსაზღვრონ ფიტოპლაზმების სახეობები და მათი გენეტიკური მრავალფეროვნება.

- Advertisement -
Ad image

ვიზიტის ფარგლებში ქართველმა და იტალიელმა მეცნიერებმა სამუშაო შეხვედრაც გამართეს, სადაც განიხილეს კვლევის შემდგომი ეტაპები, ნიმუშების ანალიზის სტრატეგია და შედეგების ერთობლივი ინტერპრეტაციის საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სისტემური სახე მიიღებს.

პროფესორ ქუაგლინოს საქართველოში ვიზიტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლას და ევროპულ სტანდარტებთან — EPPO-სთან — შესაბამისი სასადგურე მასალის სერტიფიცირების პროგრამის დანერგვას ქვეყანაში.

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
საქართველო და იტალია ერთობლივად იბრძვიან ვაზის საშიში დაავადებების წინააღმდეგ [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97/
sheniekimi.ge/ambebi
  "სახ­ლამ­დე მი­ა­ცი­ლა თენ­გიზ­მა და უთხ­რა: დღე­ი­დან პო­მა­დას აღარ წა­ის­ვა­მო... ასე და­იწყ­ო. ხუ­თი წლის შემ­დეგ იქორ­წი­ნეს"
გაუზიარეთ ეს სტატია
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.