უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში გამგზავრდა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა სოციალური ქსელის X-ის საშუალებით.
კანადაში ჩასვლამდე ზელენსკის თვითმფრინავი ისლანდიაში, კებლავიკის საერთაშორისო აეროპორტში გაჩერდა. სწორედ იქ შედგა მისი შეხვედრა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირთან.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე განხილული იყო სამი პრიორიტეტული საკითხი: მოახლოებული ზამთრისთვის უკრაინის მზადყოფნა, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება და საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. ეს თემები განსაკუთრებით მწვავეა, ვინაიდან რუსეთი სისტემატურად ანადგურებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
კანადა უკრაინის ერთ-ერთი მთავარი დასავლელი მოკავშირეა და ამ ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია, რომ ზელენსკი კანადის ხელმძღვანელობას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებს განუხილავს.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge

