ლონდონის King’s College-ის მეცნიერთა ჯგუფმა სამედიცინო მეცნიერებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა — პირველად შეიქმნა მუცლადმყოფი ბავშვის გულის ვრცელი და დეტალური სამგანზომილებიანი გამოსახულება. ამ მიღწევამ შეიძლება სამედიცინო დიაგნოსტიკა სრულიად ახლა დონეზე აიყვანოს.
კვლევის ფარგლებში ფეხმძიმე ქალები MRI-სკანერში გადიოდნენ გამოკვლევას. მიღებული მონაცემების საფუძველზე კომპიუტერული პროგრამები ნაყოფის გულის სრულ სამგანზომილებიან მოდელს ქმნიდნენ, რომელიც გულისცემის ყველა დეტალს ასახავდა.
BBC-ის ცნობით, კვლევის ავტორები განსაკუთრებით იმ ფაქტს უსვამენ ხაზს, რომ ეს ტექნოლოგია არ საჭიროებს რთულ ინფრასტრუქტურას — მეთოდი ადვილად შეიძლება ჩაინერგოს ჩვეულებრივ საავადმყოფოებსა და საანტენატალო კლინიკებში. ამით მომავალ მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, პირდაპირ დაინახონ, თუ როგორ ძგერს მათი ბავშვის გული ჯერ კიდევ დაბადებამდე.
გარდა ემოციური ასპექტისა, ამ ტექნოლოგიას სერიოზული სამედიცინო მნიშვნელობაც გააჩნია. მეცნიერთა თქმით, გულის ასეთი ზუსტი ვიზუალიზაცია საშუალებას მისცემს ექიმებს, ორსულობის ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინონ შესაძლო გულ-სისხლძარღვოვანი პრობლემები, რაც დროულ ჩარევასა და სიცოცხლის გადარჩენას შეუწყობს ხელს.
ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამედიცინო ვიზუალიზაციის სფეროში ხელოვნური ინტელექტისა და MRI-ტექნოლოგიების შერწყმა სამომავლოდ დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოებს.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge

