განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს – 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა

ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა
Disclosure: This website may contain affiliate links, which means I may earn a commission if you click on the link and make a purchase. I only recommend products or services that I personally use and believe will add value to my readers. Your support is appreciated!
განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს - 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა

განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.

ის სოციალურ ქსელში საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელ ანალიზს აქვეყნებს და თან ურთავს გრაფიკებს, რომელშიც ინფორმაცია დეტალურად არის წარმოდგენილი.

მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში შემცირებული ადგილები კერძო უნივერსიტეტებში გადანაწილდა. ასევე, აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით პირველ კურსზე დაახლოებით 2000 სტუდენტით მეტი ისწავლის.

“მისაღები გამოცდების შედეგების გამოქვეყნებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაფუძნებით რეალური სურათი შემდეგია:

1. 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით, მთლიანობაში საბაკალავრო პროგრამებზე 565 სტუდენტით ნაკლები ჩაირიცხა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა შემცირდა 2017 სტუდენტით; კერძო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა კი გაიზარდა 1452 სტუდენტით;

2. „შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე“ სახელმწიფო უნივერსიტეტებში შემცირებული ადგილები, როგორც მოსალოდნელი იყო, გადანაწილდა კერძო უნივერსიტეტებში. მაგალითად, სამართლის პროგრამებზე საჯარო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა 652 სტუდენტით ნაკლები 2026 წელს 2025 წელთან შედარებით, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა 332-ით მეტი სტუდენტი;

3. საჯარო უნივერსიტეტებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2025 წელთან შედარებით როგორც მოსალოდნელი იყო მკვეთრად გაეზარდა თსუს და სამედიცინოს, ხოლო შეუმცირდა ილიას და რეგიონულ უნივერსიტეტებს (ბათუმი-ქუთაისის გარდა);

4. შინამეურნეობების (ანუ ოჯახების) საერთო დანახარჯი დიდი ალბათობით არ შემცირდება და სავარაუდოდ გაიზრდება საერთო მოცულობით. უბრალოდ, თუ ადრე ის ნაწილდებოდა 15000-ზე მეტ სტუდენტზე, ახლა ის გადანაწილდება 11600-მდე სტუდენტის ოჯახებზე;

5. სახელმწიფოს დაფინანსებით 2025 წელს დაახლოებით 15500 სტუდენტი სწავლობდა სხვადასხვა მოცულობის დაფინანსებით (საგრანტო დაფინანსება, ე.წ. უფასო ფაკულტეტები და სოციალური პროგრამა), 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით პირველ კურსზე 17862 სტუდენტი ისწავლის ანუ დაახლოებით 2000 სტუდენტით მეტი;

  მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს

6. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა დაახლოებით 15%-ით შემცირდა, უფრო კონკრეტულად ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამებზე 2026 წელს ჩაირიცხა 1528 სტუდენტი, ხოლო 2025 წელს იყო ჩარიცხული 1751 ანუ 223-ით მეტი. თუმცა რადგან ჩარიცხულ სტუდენტთა 98% სახელმწიფო უნივერსიტეტებში ირიცხება, სწავლის საფასურის გადახდა არ მოუწევთ ოჯახებს;

7. 2026 წელს საჯარო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე გამოყოფილი ადგილებიდან შეუვსებელი დარჩა 3847 ადგილი. 2025 წელს შეუვსებელი იყო 4483 ადგილი, თუმცა პროცენტული პროპორცია გამოყოფილ და შეუვსებელ ადგილებს შორის თითქმის იდენტურია;

8. შეუვსებელი ადგილები ძირითადად დარჩა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ასევე რეგიონალურ უნივერსიტეტებში (სოხუმი, ბათუმი, ქუთაისი ორივე, , თელავი, სამცხე-ჯავახეთი, ზუგდიდი), რაც განპირობებულია საბაკალავრო პროგრამების არჩევანის შეზღუდვით რეგიონულ უნივერსიტეტებში და ქართული ენის ერთწლიანი პროგრამების და საბაკალავრო პროგრამების გადანაწილების პრინციპით;

9. კერძო უნივერსიტეტებში 2026 წელს შეუვსებელი დარჩა 3540 ადგილი, ხოლო 2025 წელს აუთვისებელი იყო 7749 ადგილი. საჯარო უნივერსიტეტებში კონკრეტულ მოთხოვნადი მიმართულებების შეზღუდვამ კერძო უნივერსიტეტებს მეტი შესაძლებლობა მისცათ სტუდენტების მოსაზიდად.

დეტალურად ინფორმაცია თანდართულ გრაფიკებშია წარმოდგენილი.”-წერს ტაბატაძე.

📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს – 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9a/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
⚕️ © 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.