კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ - აფხაზეთი არის საქართველო, ვინც...

„ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ – აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს“ – გიორგი ფხაკაძე

ეგ არის მთელი უბედურება, რომ ოპოზიციაშიც არ არიან ადამიანები… გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ წყალდიდობის თემა დამთავრდა, უკვე აღარ აინტერესებთ და ახლა -ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთშიო. ისე, ინფორმაციისთვის, აფხაზეთი საქართველო არის და რა ვიცი, რა პრობლემაა აფხაზეთში თუ წავიდა ჩვენი ნავთობი? ისიც ჩვენია, ხო? ლოგიკურად რომ მიუდგე. ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ – ამის შესახებ ექიმმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვის დროს ისაუბრა.

გიორგი ფხაკაძე ქართულ ოპოზიციას არაპროფესიონალიზმში, სტრატეგიული ხედვის ნაკლებობასა და იაფფასიან პოპულიზმში სდებს ბრალს. ფხაკაძის თქმით, ოპოზიციას არ გააჩნია კონკრეტული, გაწერილი სტრატეგია და მისი შეფასებით, მხოლოდ მოკლევადიან „ფეისბუქ-ლაიქებზეა“ ორიენტირებული.

ამის მაგალითად მან მოიყვანა ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება ფეისბუქზე 25 მილიონი ნახვის შესახებ და ფხაკაძემ დასძინა, რომ მის სააგენტოებსა და გვერდებს ყოველთვიურად 30 მილიონამდე ნახვა აქვთ ყოველგვარი რეკლამისა თუ ბოტების გარეშე და ეს არაფერს ნიშნავს. მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს, თავად ვერ იტანს განსხვავებულ აზრსა და კრიტიკას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობის შეტანის საკითხზე, ფხაკაძემ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთი საქართველოა და რეგიონებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ვაჭრობის გაძლიერებას მიესალმება.

“ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს და არის ის, რომ როცა შენ ხელისუფლებაში ხარ ბევრ რაღაცას ფიზიკურად ვერ ხედავ ბევრი მიზეზების გამო და ოპოზიციის საქმე არის, რომ უჩიჩხინოს, რომ აი აქ შეგიშალა და არა მარტო შეგეშალა, შეგეშალა, როგორც კოღოსავით იკბინებოდე, არამედ უნდა შესთავაზო ალტერნატივა. ჩვენი ოპოზიცია მარტო ყვირის, წივის. თქვენ გინახავთ ერთი გაწერილი გეგმა? არა ChatGPT-ის მიერ ორგვერდიანი… კონკრეტული გეგმა, თავისი ბიუჯეტით, თავისი ადამიანური რესურსებით, თავისი სტრატეგიული ხედვებით, რომ მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა 15 წელიწადში. გინახავთ? მე არა. ჩვენ რომ არ გვყავს ოპოზიცია მთავრობა ხედავს, რომ არა ჰყავს ოპონენტი, ფიზიკურად არა ჰყავს, რაც ძალიან ცუდი არის. სახელმწიფოს მმართველს უნდა ჰყავდეს ოპონენტი და ამ ოპონენტს პატივსაც უნდა სცემდეს, მაგრამ როგორ შეიძლება შენ პატივს სცემდე “ტიპებს”, რომლებსაც აინტერესებთ, რომ ერთდღიან ფეისბუქ პოსტებზე დააგროვონ ლაიქები?

  „შარშან ვამბობდი და დღესაც…“ - „ოპოზიციამ საკუთარი თავი აჩვენა თავიდან ბოლომდე, ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ილაპარაკებს ფაქტებზე, მიანიშნებს შეცდომებზე – დავიღალეთ ამ რევოლუციით, ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სტაბილურობა“-გიორგი ფხაკაძე

ერთ-ერთი ოპოზიციური წევრი, ნანუკა ჟორჟოლიანზეა საუბარი, 25 მილიონი ნახვა მყავს თვეში ყოველთვიურადო… რა ვიცი, 25 მილიონი სტაბილურად არის ჩემს ფეისბუქზე, როცა არაფერს ვწერ, არის 5 მილიონი, და როცა ავტეხავ და რაღაცეებს დავწერ, 15-მდე ადის. პლუს კიდევ ჩემი სააგენტოები რომ მაქვს ზოგჯერ 30 მილიონამდე ავდივარ თვეში სტაბილურად. ყველანაირი რეკლამის, ყველანაირი ჩატბოტების გარეშე და ყველანაირი პარტიული აქტივის “კლიკებით”. 30 მილიონი ნახვა ყოველთვიურად გიორგი ფხაკაძეს და მის სააგენტოებს აქვს თვეში და რა მერე? მთელი უბედურება მაგაში არის, რომ ფეისბუქ გვერდების ნახვებზე არიან ტიპები გადასულები, იმის მაგივრად, რომ მართლა შეთავაზონ პროგრესი. გარდა იმისა რომ არაადეკვატურები არიან, უკვე არასერიოზულებიც არიან.

ეს არის მთელი უბედურება და ახლა დღეს ატეხეს, აუ დედა, ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთში. აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! ანუ თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, საქართველოს მეორე რეგიონში. მე მაგალითად პირიქით, მივესალმები, რომ ვაჭრობა აფხაზეთთან გაძლიერდეს. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მაქსიმალური ვაჭრობა და კონტაქტები იყოს.

კიდევ ერთხელ, არაპროფესიონალიზმი კლავს. ხმას როცა ამოიღებ და კომენტარს იტყვი, ან ვიღაცას საყვედურს ეტყვი, იმ წუთასვე გაგლანძღავენ, რაც არასწორა. ყველაზე უბედურება არის, რომ ეგრეთწოდებული ოპოზიცია, რომელსაც შენ გააკრიტიკებ, რას ქვია ოპოზიციას აკრიტიკებო, რა ვიცი, თქვენ არ ხართ სიტყვის თავისუფლებაზე და ევროპულ ღირებულებებზე ჩაციკლულები რომ იძახით? როცა თქვენ გაგაკრიტიკებენ ეგ არასწორია, აი ამაში იჭედებით.”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.