მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად, დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები უწყევტ რეჟიმში გრძელდება

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
დაკარგული ბიჭის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები უწყევტ რეჟიმში გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი – პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე მაშველები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ამოწმებენ ტერიტორიას. უწყვეტ სამძებრო სამუშაოებს ესწრება დაკარგულის დედაც.

დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე. უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად, დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები უწყევტ რეჟიმში გრძელდება. 13 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მიუვალი-ადგილების-უკეთ-შ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi