შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან იმ ტერიტორიას ხელახლა შეამოწმებენ, საიდანაც გურამ დადიანიძე გაუჩინარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
დაკარგული ბიჭის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან იმ ტერიტორიას ხელახლა შეამოწმებენ, საიდანაც 2014 წლის 11 ივნისს გურამ დადიანიძე გაუჩინარდა.

უწყების ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებაში შსს-ს 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობს, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება,“ – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან იმ ტერიტორიას ხელახლა შეამოწმებენ, საიდანაც გურამ დადიანიძე გაუჩინარდა. 10 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შინაგან-საქმეთა-სამინის-9/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi