„განათლების ეროვნული სისტემა ფუნდამენტურ კრიზისშია და დროა, საგნებს საკუთარი სახელი დავარქვათ. შევქმენით მითი, თითქოს აკადემიური სივრცე ცოდნის მიღებას ემსახურება, რეალობა კი სრულიად საპირისპიროა“-ირაკლი ყიფიანი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
„განათლების ეროვნული სისტემა ფუნდამენტურ კრიზისშია და დროა, საგნებს საკუთარი სახელი დავარქვათ. შევქმენით მითი, თითქოს აკადემიური სივრცე ცოდნის მიღებას ემსახურება, რეალობა კი სრულიად საპირისპიროა“-ირაკლი ყიფიანი

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი განათლების სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ კრიზზე მორიგ პოსტს აქვეყნებს

მისი შეფასებით, განათლების ეროვნული სისტემა ფუნდამენტურ კრიზისშია და დროა, საგნებს საკუთარი სახელი დავარქვათ.

„განათლების ეროვნული სისტემა ფუნდამენტურ კრიზისშია და დროა, საგნებს საკუთარი სახელი დავარქვათ. შევქმენით მითი, თითქოს აკადემიური სივრცე ცოდნის მიღებას ემსახურება, რეალობა კი სრულიად საპირისპიროა. უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად დღეს ინტელექტუალური შრომა საერთოდ აღარ არის საჭირო, სრულიად საკმარისია ერთწლიანი მექანიკური დაზეპირების რუტინის გავლა რეპეტიტორებთან.

ვაქციეთ რა სწავლება ტესტის შევსების ტექნიკად, მოზარდებს წავართვით კრიტიკული აზროვნების უნარი. მათ ვავალდებულებთ ფაქტების მშრალ დამახსოვრებას მოვლენების არსში წვდომის ნაცვლად. შედეგად ვიღებთ ზედაპირულ ინფორმაციას, რომელიც სტუდენტური აუდიტორიის ზღურბლის გადაკვეთისთანავე უბრალოდ ორთქლდება. შექმნილ ვითარებაში ახალგაზრდების დადანაშაულება სრული უსამართლობაა. ისინი მხოლოდ მოქმედებენ იმ მძიმე ჩარჩოში, რომელსაც განათლების პოლიტიკის შემოქმედნი სთავაზობენ. მოზარდები ერგებიან თავს მოხვეულ წესებს საკუთარი აკადემიური მიზნების მისაღწევად. ისინი პრობლემის სათავეს კი არა, გაუმართავი მექანიზმის პირდაპირ მსხვერპლს წარმოადგენენ.

მივიღეთ მდგომარეობა, სადაც მანკიერმა პრაქტიკამ თაობას სრულიად მოუსპო ანალიტიკური განვითარების სივრცე. ინსტიტუციური მიდგომები დაუყოვნებლივ გადახედვას ითხოვს, რათა მთავარ საზომად იქცეს გააზრებული და პრაქტიკული ცოდნა. უშუალოდ მახინჯ საგანმანათლებლო მოდელზე გაცილებით ვრცლად და დეტალურად ვისაუბრებ“. 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „განათლების ეროვნული სისტემა ფუნდამენტურ კრიზისშია და დროა, საგნებს საკუთარი სახელი დავარქვათ. შევქმენით მითი, თითქოს აკადემიური სივრცე ცოდნის მიღებას ემსახურება, რეალობა კი სრულიად საპირისპიროა“-ირაკლი ყიფიანი. 5 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/განათლების-ეროვნული-სის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi