გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება|მოსაკრებელი და წესები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ნებადართული იქნება 2026 წლის 22 აგვისტოდან 2027 წლის 1 მარტამდე. ნადირობის უფლების მისაღებად აუცილებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის – 10 ლარის გადახდა. (მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში. მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033).

ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მათ შორის: ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა აკრძალულია ასევე სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვასა და სარგებლობაში არსებულ საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დასაშვებია მხოლოდ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული სანადირო იარაღით, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღით, ასევე სანადირო პნევმატური იარაღით.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება. 29 ივლისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გადამფრენ-ფრინველებზე-ნ-2/

  „დედას უნდოდა რომ ცოლ-შვილიანი მოძღვარი ვყოფილიყავი, მე თვითონაც ასე ვოცნებობდი“ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi