პრემიერის ანგარიში – 2027 წლის 1-ელი მარტიდან, ეტაპობრივად, სავალდებულო ხდება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

 2027 წლის 1-ელი მარტიდან, ეტაპობრივად, სავალდებულო ხდება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისგანხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანებისა და ავტოსადგურების რეფორმის განხორციელება, რის ფარგლებშიც, ხორციელდება ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართული პირების განებართვიანებისა და ავტოსადგურების სერტიფიცირების პროცესი.

„მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობის, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირების, საგზაო უსაფრთხოების განვითარებისა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, 2027 წლის 1 მარტიდან, ეტაპობრივად, სავალდებულო ხდება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.

ასევე, სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მიმართულებით, სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, 2025 წლის ივნისიდან აქტიურად ხორციელდებოდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი. ასევე, ტექინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (მოტოციკლები, ტრიციკლები, კვადროციკლები) სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება“,- ნათქვამია დოკუმენტში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პრემიერის ანგარიში – 2027 წლის 1-ელი მარტიდან, ეტაპობრივად, სავალდებულო ხდება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით. 2 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პრემიერის-ანგარიში-2027-წლის-1/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Spetsialist po rabote s potentsialnymi klientami

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Web automation BAS Developer/ZennoPoster

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-24T07:26:54+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi