საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა. ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. მან სტუმარს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა პატივისცემაზე, ნდობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას. განაგრძეთ კითხვა

 

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა. 1 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-თავდაცვის-მ-8/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi