პარასკევი, მაისი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიროგორ ცვლის სტრესი მხედველობას

როგორ ცვლის სტრესი მხედველობას

როგორ ცვლის სტრესი მხედველობას – აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქეთევან ჯანდიერი გვიზიარებს:

„ზოგჯერ ყველაზე დიდი სიბრმავე არა თვალებში… არამედ ცნობიერებაშია.” მთხოვეს რომ ამ თემაზე დამეწერა.. (ტრადიციულად, ჯანმრთელობა – როგორც ენერგეტიკული მოცემულობის სარკე, ამ რუბრიკიდან ჩემს სტატიებს, პირველ კომენტარში გიტოვებთ) როგორც მიხვდით, დღეს გიწერთ “თვალებზე” მხედველობა მხოლოდ ფიზიკური ფუნქცია არ არის. ადამიანი თვალებით მხოლოდ სამყაროს არ უყურებს… ის საკუთარი ცნობიერების ფილტრით ხედავს რეალობას.

ტრადიციული მედიცინის და ენერგეტიკული პრაქტიკების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის პროცესში ერთ ძალიან საინტერესო რამეს დავაკვირდი: ზოგჯერ ადამიანი კარგავს არა მხოლოდ მხედველობის სიმახვილეს… არამედ, რეალობის მიღების უნარს. და ეს ორი პროცესი ბევრად უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

თვალი უნიკალური ორგანოა. მედიცინაში მას ხშირად „ტვინის გაგრძელებას“ უწოდებენ, რადგან ბადურა და ნერვული სისტემა პირდაპირ კავშირშია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან.

ოფთალმოლოგიაში დიდი ხანია ცნობილია, რომ ქრონიკული სტრესი, ნერვული სისტემის მუდმივი გადაღლა, კორტიზოლის ხანგრძლივი მატება, სისხლძარღვთა სპაზმი და ფსიქოემოციური დაძაბულობა რეალურად მოქმედებს: მხედველობის ხარისხზე, თვალის წნევაზე, ფოკუსირების უნარზე, მშრალი თვალის სინდრომზე,

მიგრენულ და ნევროლოგიურ სიმპტომებზეც…

ადამიანის თვალი მუდმივად რეაგირებს არა მხოლოდ სინათლეზე, არამედ ემოციურ მდგომარეობაზეც. მაგალითად, შიშის დროს გუგა ფართოვდება. სტრესის დროს იცვლება ფოკუსი.. ხანგრძლივი დაძაბულობისას თვალის კუნთები პრაქტიკულად არასოდეს დუნდება. სხეული მუდმივად „საფრთხის რეჟიმში“ ცხოვრობს.

ფსიქოლოგიურად თვალები პირდაპირ უკავშირდება: რეალობის აღქმას,

სიმართლის მიღებას, მომავლის ხედვას,

ინტუიციას, უსაფრთხოების განცდას,

და საკუთარ თავთან გულწრფელობის ხარისხს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ამჩნევენ სხვებში, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას ვერ უყურებენ პირდაპირ. ზოგიც მთელი ცხოვრება გაურბის სიმართლეს. ზოგი იმდენად ეჩვევა ტკივილს, რომ ტვინი იწყებს რეალობის „დარბილებას“, რათა ადამიანი ფსიქოლოგიურად გადარჩეს.

ფილოსოფიურადაც ეს ძალიან ღრმა საკითხია ადამიანი ყოველთვის იმას არ ხედავს, რაც არსებობს. ის ხედავს იმას, რისთვისაც შინაგანად მზად არის. ხშირად სწორედ ამიტომ ორი ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას სრულიად განსხვავებულად აღიქვამს. თვალი მხოლოდ ინსტრუმენტია.. რეალურად კი ხედავს ცნობიერება!

  იტალიელი ქალების 7 ოქროს წესი, რომელიც იმიჯის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ეზოთერულ პრაქტიკებში თვალები დაკავშირებულია: მესამე თვალის ენერგეტიკულ ცენტრთან, ინტუიციასთან,

შინაგან ხედვასთან, სულის მიმართულებასთან და იმ უნართან, რომ ადამიანმა „დაინახოს“ არა მხოლოდ მატერია, არამედ მიზეზებიც.

საინტერესოა, რომ ძალიან ბევრ კულტურაში თვალები სულის სარკედ ითვლებოდა. ძველ მისტიკურ სწავლებებში არსებობდა მოსაზრება, რომ ადამიანი ყველაზე მეტად სწორედ თვალებით გასცემს საკუთარ ენერგიას.

დააკვირდით: არსებობს მზერა, რომელიც გაძლიერებს. არსებობს მზერა, რომელიც განგრევს. არსებობენ ადამიანები, ვის თვალებშიც სიმშვიდეა და ადამიანები, ვის მზერაშიც მუდმივი ომია.

ადამიანის ნერვული სისტემა ხშირად თვალებით იკითხება. ქრონიკული შფოთვის დროს მზერა დაძაბულია. ტრავმირებული ადამიანი ხშირად თვალებით ვერ ამყარებს კონტაქტს. ხანგრძლივი დეპრესიისას მზერა „ქრება“. ხოლო ძლიერი შინაგანი ტკივილის დროს თვალები ხშირად იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები. ფსიქოსომატიკაში არსებობს

მოსაზრება, რომ: ახლომხედველობა ზოგჯერ უკავშირდება მომავლის შიშს.

ადამიანს უჭირს შორს „გახედვა“.

უსაფრთხოდ მხოლოდ ახლო სივრცეში გრძნობს თავს.

შორსმხედველობა: შესაძლოა სიმბოლურად ასახავდეს აწმყოსთან კონტაქტის სირთულეს. ადამიანი ან წარსულში ცხოვრობს, ან მომავალში, მაგრამ ვერ არის „აქ“.

თვალის მუდმივი დაძაბულობა ხშირად გვხვდება ადამიანებში, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ.

სხეული მუდმივად მზადყოფნაშია.

ტვინი არასოდეს ისვენებს.

მშრალი თვალები ზოგ ფსიქოლოგიურ მოდელში დაკავშირებულია ჩახშობილ ტირილთან. ადამიანთან, რომელმაც საკუთარ თავს ტკივილის გამოხატვის უფლება აღარ მისცა.

ხოლო სინათლის მიმართ მგრძნობელობა ზოგჯერ გვხვდება იმ ადამიანებში, ვისი ნერვული სისტემაც უკვე გადატვირთულია ინფორმაციულად, ემოციურად და ენერგეტიკულად.

თუმცა მნიშვნელოვანია: ეს არ არის ოფიციალური სამედიცინო დიაგნოსტიკა.

და არც იმის მტკიცება, რომ ყველა დაავადება „ემოციებისგან ჩნდება“. არასოდეს უკუვაგდოთ მედიცინა. მხედველობის პრობლემებს შეიძლება ჰქონდეს: გენეტიკური, ნევროლოგიური,

ენდოკრინული, ვასკულარული, აუტოიმუნური, ჰორმონალური და სრულიად ბიოლოგიური მიზეზები. თანამედროვე მედიცინა კი უკვე ღიად აღიარებს, რომ ფსიქოემოციური მდგომარეობა გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე, მათ შორის მხედველობის სისტემაზეც.

როდესაც ადამიანი წლებია შიშში ცხოვრობს… როდესაც მუდმივად „ფხიზლადაა“… როდესაც სამყაროს საფრთხედ აღიქვამს… ნერვული სისტემა ვეღარ გადადის მოდუნების რეჟიმში. და სხეული იწყებს საუბარს. ზოგჯერ, სწორედ თვალებით.

  გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება

ყველაზე რთული კი ხშირად ის არ არის, რასაც ადამიანი ხედავს… არამედ ის, რის დანახვასაც მთელი ცხოვრება გაურბოდა.

ეს სტატია წარმოადგენს ეზოთერულ-ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ხედვას და არ ცვლის პროფესიონალურ სამედიცინო კონსულტაციას. პრობლემების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ხოლო სხეულის ენის, ენერგეტიკული კავშირებისა და პირადი ფსიქო-ემოციური ანალიზისთვის, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად შეტყობინებაში“- წერს ქეთევან ჯანდიერი.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.