გორში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გორში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ადგილზე თათბირით გადაწყვიტა და ექვსივე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული პოლიციელების წინასასამართლო განხილვა 24 ივლისს ჩაინიშნა.

პროკურატურამ 28 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით 6 პოლიციელი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით.

დაკავებულები არიან:

ვლადიმერ გოდერძიშვილი დაბადებული 2004 წელს;ვანიკო მისირელი, დაბადებული 2002 წელს;გიორგი ზაკო წკრიალაშვილი დაბადებული 1995 წელსალექსი ბადალოვი დაბადებული 1990 წელსბესო მალაციძე დაბადებული 1992 წელსსაბა წაველიძე დაბადებული 2006 წელს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გორში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 29 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გორში-ძალადობის-ბრალდები/

  საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას მოსწავლეები ესტუმრნენ
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi