ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება"ყვე­ლა­ზე რთუ­ლია ადა­მი­ა­ნი მა­შინ შე­იც­ნო, როცა მას ძა­ლა­უფ­ლე­ბა აქვს - საბოლოოდ, ადამიანს...

“ყვე­ლა­ზე რთუ­ლია ადა­მი­ა­ნი მა­შინ შე­იც­ნო, როცა მას ძა­ლა­უფ­ლე­ბა აქვს – საბოლოოდ, ადამიანს არც ფული მიჰყვება, არც გავლენა, არც ძალაუფლება… სახელს არა თანამდებობა, არამედ ნამუსი, სინდისი და კაცობა უნარჩუნებს” – კახა კახიშვილი

„პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ან­მა თა­ვი­დან­ვე იცო­დეს სი­მარ­თლე – თა­ნამ­დე­ბო­ბა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა დრო­ე­ბი­თია, ყალ­ბი დი­დე­ბა დრო­ე­ბი­თია და ბო­ლოს მხო­ლოდ შენი გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე რჩე­ბა“, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კახა კა­ხიშ­ვი­ლი.

”პო­ლი­ტი­კა ძა­ლი­ან რთუ­ლი გზაა… გზა, სა­დაც ხში­რად ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი სი­ტყვე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა თა­მა­შის ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდეს, სა­დაც ყვე­ლა­ზე თბი­ლი ღი­მი­ლის უკან – ცივი ან­გა­რი­ში, ხოლო ყვე­ლა­ზე ხმა­მა­ღა­ლი ერ­თგუ­ლე­ბის უკან – ჩუმი ღა­ლა­ტი იმა­ლე­ბო­დეს.

შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რო… ერ­თად იბ­რძო­დეთ, ერთ იდე­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეთ და გე­გო­ნოს, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შენი ოჯა­ხი არი­ან… მაგ­რამ დრო გა­დის და ერთ დღეს აღ­მო­ა­ჩენ, რომ ბევ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბას­თან, გავ­ლე­ნას­თან და ინ­ტე­რე­სებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რო­დე­საც ადა­მი­ანს თა­ნამ­დე­ბო­ბა, ძალა და გავ­ლე­ნა აქვს, მის ირ­გვლივ ყო­ველ­თვის ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ტრი­ა­ლებს – ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბი… ყვე­ლას უნდა შენ­თან ყოფ­ნა, შენს გვერ­დით დგო­მა, რად­გან დღეს ეს პრეს­ტი­ჟი და პა­ტი­ვია. მაგ­რამ დრო ყვე­ლა­ფერს თა­ვის სა­ხელს არ­ქმევს… და როცა ძა­ლა­უფ­ლე­ბა, თა­ნამ­დე­ბო­ბა ან გავ­ლე­ნა ქრე­ბა, ბევ­რი მათ­გა­ნიც ისე იკარ­გე­ბა, რო­გორც ჰა­ერ­ში ჩამ­ქრა­ლი აპ­ლო­დის­მენ­ტი.

ეს მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ეხე­ბა და არც მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ას… წლე­ბი გა­დის, სა­ხე­ლე­ბი იც­ვლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბი­ან, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კის მძი­მე ბუ­ნე­ბა თით­ქმის უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

ალ­ბათ ამი­ტო­მაც არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხში­რად ისევ და ისევ იგი­ვე გზის გავ­ლა უწევს. და სი­მარ­თლე რომ ით­ქვას, ეს ისე­თი წრეა, რომ­ლის სრუ­ლად შეც­ვლაც ალ­ბათ არც ერთ ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია.

არც კორ­ტეჟე­ბი მიჰ­ყვე­ბა ადა­მი­ანს ბო­ლომ­დე, არც დაც­ვა, არც გავ­ლე­ნა… ხში­რად ყვე­ლა­ზე გულ­წრფელ თა­ნად­გო­მას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იღებ, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არც კი იც­ნობ­დე.

რო­გორც სოკ­რა­ტე ამ­ბობ­და – “ყვე­ლა­ზე რთუ­ლია ადა­მი­ა­ნი მა­შინ შე­იც­ნო, როცა მას ძა­ლა­უფ­ლე­ბა აქვს“. ამი­ტომ პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ან­მა თა­ვი­დან­ვე იცო­დეს სი­მარ­თლე – თა­ნამ­დე­ბო­ბა დრო­ე­ბი­თია. ძა­ლა­უფ­ლე­ბა დრო­ე­ბი­თია. ყალ­ბი დი­დე­ბა დრო­ე­ბი­თია და ბო­ლოს მხო­ლოდ შენი გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე რჩე­ბა. რამ­დენ ადა­მი­ანს გა­უ­მარ­თე ხელი, რამ­დენს და­ეხ­მა­რე მა­შინ, როცა ამის ძალა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გქონ­და. რად­გან თა­ნამ­დე­ბო­ბა ღმერ­თის­გან მო­ცე­მუ­ლი დრო­ე­ბი­თი გა­მოც­დაა. ის არ გაძ­ლევს უფ­ლე­ბას, ადა­მი­ა­ნებ­ზე მაღ­ლა დად­გე – ის მხო­ლოდ გაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, უფრო მეტი კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თო. და ყვე­ლა­ზე დიდი ძალა არა ის არის, რამ­დენ ადა­მი­ანს ეში­ნია შენი… არა­მედ ის, რამ­დენს უყ­ვარ­ხარ გულ­წრფე­ლად.

  „ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული“

სა­ბო­ლო­ოდ, ადა­მი­ანს არც ფული მიჰ­ყვე­ბა, არც გავ­ლე­ნა, არც ძა­ლა­უფ­ლე­ბა… ადა­მი­ანს მხო­ლოდ ნა­კე­თე­ბი საქ­მე­ე­ბი მიჰ­ყვე­ბა და ბო­ლოს დარ­ჩე­ბა მხო­ლოდ ერთი კი­თხვა: როცა ძა­ლა­უფ­ლე­ბა გქონ­და რამ­დე­ნი სი­კე­თე და­ტო­ვე შენს შემ­დეგ?! რად­გან სა­ბო­ლო­ოდ სა­ხელს არა თა­ნამ­დე­ბო­ბა, არა­მედ ნა­მუ­სი, სინ­დი­სი და კა­ცო­ბა უნარ­ჩუ­ნებს“, – წერს კახა კა­ხიშ­ვი­ლი.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.