ორშაბათი, მაისი 18, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამამუკა მდინარაძე: რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, რათა შუღლი,...

მამუკა მდინარაძე: რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, რათა შუღლი, სიძულვილის ენა იქნას ამ ქვეყანაში უარყოფილი, მეორე მხრივ, არ დავუშვებთ, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას

მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნას ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძის თქმით, არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს იმ თეორიულად მისაღებ ვადაში, რაც სჭირდება ფორმალური თვალსაზრისით ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნას, შექმნას ეს სამმართველო. ამიტომ, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნას ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ.

პირადად მე, ვიქნები დაინტერესებული ბოლომდე და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მივიჩნევ იმას, რომ ბრძოლის ერთგვარი იარაღი, რომელიც თავის მხრივ პოლარიზაციის გაღვივებაში გამოიყენება და ამის მთავარ იარაღად მიიჩნევენ, იყოს მაქსიმალურად განდევნილი ჩვენი საზოგადოებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ თუ კი ვინმე ჩვენს ქვეყანაში ცდილობს პოლარიზაცია, ერთი მხრივ გამოიყენოს იმის იარაღად, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს, გახლიჩოს და მართვა ამ საზოგადოების გარედან იოლი იყოს უფრო და ამის ერთ-ერთ მთავარ იარაღად გამოიყენებენ სიძულვილის ენას, შუღლის გამაღვივებელ ენას, ეს იქნას უარყოფილი და ამას ვებრძოლოთ. შეიძლება დისკუსია, ერთმანეთის კრიტიკა ამის გარეშე და მეორე მხრივ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში, დავუპირისპირდებით ქმედითი, სამართლებრივი მექანიზმებით, რომლებსაც, თავის მხრივ აქვს უკვე საკანონმდებლო ბაზა. ამის აღსრულებას უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  ტრამპი: თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, საქმე ძალიან ცუდად იქნება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.