ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი საქართველოს სტუმრობს. ლეგენდა თბილისშია – წერს ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ხელმძღვანელი ნიკა ესაკია და კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს.
ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ სტუმრობდა, სადაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, სამსახიობო კარიერის განმავლობაში, მისთვის გამორჩეული ფილმი დაესახელებინა.
– ყველა ერთმანეთს ვეუბნებოდით: „რომელი ფილმი გირჩევნია?”
აღმოჩნდა, რომ „ჭირვეულის მორჯულება“ ჩვენთვის არის ტოპ 1 ადგილზე, სადაც თქვენ თამაშობთ.
თქვენთვის რომელია ასეთი? „ამ ფილმმა ძალიან დიდი პოპულარობა მომიტანა მთელ მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ის ჩემთვის ძვირფასია, თუმცა ყველა ფილმი მსახიობს გულთან ახლოს მიგვაქვს და ძვირფასია ჩვენთვის“, – აცხადებს ორნელა მუტი.
ფონდის ინიციატივით დღეს მარჯანიშვილის თეატრში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საქველმოქმედო საღამო გაიმართება, სადაც ორნელა მუტიც მონაწილეობს.


