სამშაბათი, მაისი 12, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ეკა კუპატაძის შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა!!!“ - მოკლული გიგა ავალიანის დედა...

„ეკა კუპატაძის შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა!!!“ – მოკლული გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლი, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეკა კუპატაძის შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა!!!

„ეკა კუპატაძის შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა!!!
შიშზე ქვემოთ დავწერ, ჯერ გუშინდელი სასამართლო პროცესის შესახებ ვიტყვი ორ სიტყვას.
გუშინ იყო ჩიქოვანი-ნასყიდაშვილის მორიგი პროცესი და ისევ მორიგი ცირკი დადგეს მკვლელების ადვოკატებმა.
სხდომაზე უნდა დაკითხულიყო მსჯავრდებულები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე.
რიკაძე პროცესზეც კი არ გამოცხადდა.
გაბაშვილი გამოცხადდა, მაგრამ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა; უბრალოდ, მამიკო დაინახა და ჰაეროვანი კოცნები გაუგზავნეს ერთმანეთს.
ორი სხდომა-სხდომისთვის ჩაატარებინეს მოსამართლეს.
წინასწარ იცოდნენ, რომ ჩვენებას არ მისცემდნენ მოწმეები, მაგრამ…
არ დაენანათ სახელმწიფო რესურსი, პოლიციას იძულებით მოაყვანინეს იმნაძე; გუშინ გაბაშვილი მოიყვანეს და უიჰ, ამასაც არ სურს ლაპარაკი, ესეც არასრულწლოვანია და არ ვანერვიულოთო.
არ დაენანათ მოსამართლის, პროკურორის, ან თუნდაც თავიანთი დრო, მაშინ, როცა ადვოკატი გიორგი სიბაშვილი წამებს მითვლიდა სასამართლო პროცესზე, ჩემი ჯანმრთელობის გამო, 18:00 სთ-ის შემდეგ ვერ გავჩერდებიო.
იქნებ, ის უხეთქავდა გულს, მყარ, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან პარალელების გავლებით, ჰაერში რომ ვაბურთავე ადვოკატებიც და ბრალდებულებიც 30 აპრილის და 1 მაისის სასამართლო სხდომებზე.
ან იქნებ, იმან გააწიწმატა, პროცესზე რომ ვუთხარი გიორგი სიბაშვილს: — შენ ვერ ისწავლი ჩემს მათემატიკას ისე 6 წელში, როგორც მე ვისწავლე შენი სისხლის სამართალი 6 თვეში, თანაც უკიდეგანოდ გამწარებულმა-თქო.
ეს გულგახეთქილი და გაწიწმატებული ადვოკატები იმასაც ხვდებიან, რომ ტყუილს ვერ შეაპარებენ მოსამართლეს, რადგან პროკურორმა, ქეთი სონიძემ, საქმის ყველა წვრილმანი ზედმიწევნით იცის და იბრძვის თავგანწირვით.
მეც, გულდასმით, წამის დანაკარგის გარეშე, მისმინა მოსამართლემ ორი დღე.
მერე თავად მოსამართლის პრინციპულობას მოუსინჯეს კბილი და მოითხოვეს ნია იმნაძის დაკითხვა.
დახვდათ სალი კლდე, ახალგაზრდა მოსამართლემ დაუშვა პრეცედენტი და არასრულწლოვანი იძულების წესით დაიბარა სასამართლო პროცესზე.
ხვდებიან, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ვერ ასცდებიან მაქსიმალურ სასჯელს, არადა კბილი უკაწკაწებთ მსუყე ჰონორარზე, ამიტომ ბრალდებულების მშობლების საამებლად, ჩემი ფეისბუქის პოსტების და საჯარო გამოსვლების გამო, სამოქალაქო დავა დამიწყეს.
მივმართავ ანი ნასყიდაშვილის ადვოკატებს:
ჩემი შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა!!!
ახლა კი მიცნობს მთელი საქართველო, მაგრამ მანამდეც უთვალავი ნაცნობ-მეგობარი მყავდა.
ვერ იპოვით ვერც ერთ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ ეკა კუპატაძეს ოდესმე რამესი ან ვინმესი შეშინებია.
ასეც რომ არ იყოს, შვილმკვდარი დედა გეყოლებათ ნაცნობებში და კითხეთ, მისი შეშინებას რამე ან ვინმე თუ შეძლებს!!!
ვის დაეკარგეთ?!
საკუთარ ეგოს, ჩემთან ვერ დაიკმაყოფილებთ!!!
შოუებს რომ მიდგამთ,
აქ სამსახურებრივი მოვალეობის გადაჭარბებისთვის ბრალდებულებს კი არ იცავთ, სადისტურად მოკლულია უდანაშაულო, ჯანმრთელი, ახალგაზრდა ექიმი ბიჭი და თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი არის საქმეში ბრალდებული!!!!
ჩემი შვილის მკვლელობის ვიდეო ხელიდან ხელში აფრიალეს და პოსტებს მისაჩივრებენ აქ ,,ბიჭები”.
ისე, იმაზე ამაზრზენი არაფერია, 2 მეტრიანი კაცი, 2 აბაზად რომ დახურდავდება!!!
წაიღეთ ახლა, კოპი-პეისტით, ეს პოსტი, ჩაწერეთ სარჩელში და თქვენს სამოქალაქო სასამართლოზე რომ მოვალ, თავზე გადაგაფხრიწავთ სინდის-ნამუსს!!!
და ბოლოს, საზეპიროდ:
სანამ, მართლმსაჯულება არ იტყვის საბოლოო, მკაცრ სიტყვას, ვერც ეკრანებიდან ჩამომხსნით და არც პოსტების წერას შევწყვეტ!!!
საზოგადოება ჩემგან, იქნება სრულად ინფორმირებული!
უფრო მეტიც, არ დაიჭერენ ყველა დამნაშავეს?
საზოგადოების მონაწილეობით, საერთო სახალხო სასამართლოს მოვაწყობ და როგორც ანი ნასყიდაშვილი იტყოდა, ,,პირი დაგრჩებათ ღია!”
ამ პოსტშივე უნდა გავასწორო არასწორად გავცელებული ინფორმაცია:
ნია იმნაძე სასამართლოდან სასწრაფოთი არ წაუყვანიათ.
ნია იმნაძე, 7 მაისს, პოლიციამ მოიყვანა პროცესზე და პოლიციამ წაიყვანა სახლში!!!!
პ.ს.პოსტი გუშინ იმიტომ ვერ დავდე, რომ ეს ლაიქ გვერდიც დამირეპორტეს და წვდომა მქონდა შეზღუდული.
პ.პ.ს. ფოტოები არ გვაქვს, ბოდიში, რომ ისევ იგივე ფოტოებს ვდებ.
ჩემი მოვლილი შვილიკო, 28 წლისა 22 წლისასაც არ ჰგავდა.“
  „ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია“-პრემიერი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.