მთავრობის 1 მაისით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა დამატებით 5.375 მილიონი ლარით გაიზარდა.
აღნიშნული ცვლილება 19 მარტის დოკუმენტში აისახა.
დახმარება შეეხება იმ ოჯახებს, რომლებიც 2025 წლის თებერვალში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდნენ და რომელთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები სრულად განადგურდა ან აღდგენას აღარ ექვემდებარება.
უფრო კონკრეტულად, თუ 2026 წლის 19 მარტის განკარგულებით ჯამურად საკომპენსაციო თანხა 10.400 მლნ ლარს შეადგენდა, ამჯერად, 15.570 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, მთავრობის ახალი განკარგულებით, 3-დან 13-მდე გაიზარდა იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობაც, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაცია გაიცემა.
დოკუმენტის მიხედვით, ფულადი დახმარება რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდება:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 4.900 მლნ ლარი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 2.250 მლნ ლარი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 3.250 მლნ ლარი
ხონის მუნიციპალიტეტი – 30 000 ლარი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი – 1.630 მლნ ლარი
ვანის მუნიციპალიტეტი – 510 000 ლარი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 1.020 მლნ ლარი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 380 000 ლარი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი -630 000 ლარი
თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 50 000 ლარი
მარტვილის მუნიციპალიტეტი – 470 000 ლარი
ხობის მუნიციპალიტეტი – 210 000 ლარი
აბაშის მუნიციპალიტეტი – 420 000 ლარი
რაც შეეხება ოჯახზე გასაცემ საკომპენსაციო თანხის მოცულობას, შემდეგნაირად არის განსაზღვრული:
თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი – 50 000 ლარი;
თუ დაზარალებულ ოჯახს აქვს, ან ჰქონდა საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 2025 წლის 21 თებერვლის შემდეგ გაასხვისა;
ასევე, თუ 2025 წლის 21 თებერვლის შემდგომ, დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც ამ თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული სახლის კუთვნილი ნაწილი – 30 000 ლარი.


