„ნუ ჰგონია საზოგადოებას, რომ ის, ვინც ფსიქიატრთან მიდის არის სუსტი…”
საუბრობს ფსიქიატრი, თსსუ პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია”:
„ადამიანი, რომელიც ფსიქიატრთან მიდის, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან ეძებს კავშირსა და მხარდაჭერას, არის ძალიან მაგარი ადამიანი. ის უბრალოდ სუსტი არ არის. ნუ გონია საზოგადოებას, ის ვინც ფსიქიატრთან მიდის, არის სუსტი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გაიაზრეს თავიანთი პრობლემა და არამარტო საკუთარი თავისთვის, საზოგადოებისთვის, თავისი ოჯახებისთვის და თავისი პირადი ცხოვრებისთვის. მათი ნაბიჯი გადადგეს უკეთესი ჯანმრთელობისთვის…“


