რუსთაველის თეატრის მსახიობი, ქეთი სვანიძე, რომელმაც რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსანში“ თინათინის როლი შეასრულა, გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია.
მსახიობმა ისაუბრა სპექტაკლის შესახებ.
„როდესაც ამ როლზე გამანაწილეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. ამას ღელვაც მოჰყვა, რადგან ასეთ როლში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამომიცხადეს. ვერ მივიღებ ისეთი ადამიანებისგან კრიტიკას, რომლებსაც სპექტაკლი არ აქვთ ნანახი. ზოგადად მე მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ომლებიც კრიტიკას იღებენ.
არ შეიძლება მსახიობის ყველაფერი მოგწონდეს. 17 წელია თეატრში ვარ და ასეთი მძიმე, რთული რეპეტიციები არ მქონია. შევეხეთ ვეფხისტყაოსანს“ და თინათინის ხაზი „ურთულესია“.
ვართ ადამიანები, რომლებზეც ძალიან მოქმედებს კრიტიკა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ასეთი როლი გხვდება წილად. მივესალმები იმ ადამიანებს, ვისაც ჯანსაღი კრიტიკა ექნება… ნაწყვეტით არ შეიძლება აზრი გამოიტანო და ასე გაწირო მსახიობები“, – ამბობს ქეთი სვანიძე.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ვიდეო: „ვერ მივიღებ ისეთი ადამიანებისგან კრიტიკას, რომლებსაც სპექტაკლი არ აქვთ ნანახი – ნაწყვეტის ნახვით არ შეიძლება ასე გაწირო მსახიობები“-ქეთი სვანიძე [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9d-%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi
