ორშაბათი, მაისი 4, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაილჰამ ალიევი: „ორმაგი სტანდარტები მიუღებელია - სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის...

ილჰამ ალიევი: „ორმაგი სტანდარტები მიუღებელია – სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა“

სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას.

ალიევის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება ჰქონდეთ ზოგიერთი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრობლემებზე, როგორიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა, უსახლკაროთა პრობლემები, ევროპარლამენტი სამიზნეში იღებს აზერბაიჯანს.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას აზერბაიჯანი-სომხეთის სამშვიდობო პროცესისადმი მისი პოზიციის გამო. სამწუხაროდ, ყველა ევროპულ ინსტიტუტს არ გამოუხატავს მსგავსი მიდგომა. ერთ-ერთი ასეთი იყო ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აზერბაიჯანი 2001 წლის იანვრიდან გახლავთ ევროპის საბჭოს წევრი. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა წერტილი დაუსვა სეპარატიზმს ყარაბაღში. ჩვენ თავად განვახორციელეთ 1993 წელს მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. აქედან 4 თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სანქციები დაუწესა ჩვენს დელეგაციას. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ისეთივე ღირებულია, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ამ საკითხზე ორმაგი სტანდარტები მიუღებელია.

რაც შეეხება ევროპარლამენტს, ეს კრება სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად საბოტაჟს მიმართავს. 2021 წლის მაისიდან ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან 6 თვეში 2026 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, რომლებიც სავსეა აზერბაიჯანის შეურაცხყოფითა და ტყუილებით. უბრალოდ წარმოიდგინეთ 5 წელიწადში 14 რეზოლუცია – ერთგვარი შეპყრობილობაა. უახლესი რეზოლუცია 4 დღის წინ მიიღეს, მიზანმიმართულად ამ სამიტის წინ. ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება ჰქონდეთ ზოგიერთი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრობლემებზე, როგორიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა, უსახლკაროთა პრობლემები, ევროპარლამენტი სამიზნეში იღებს აზერბაიჯანს. ცილს სწამებს მას და ავრცელებს ტყუილებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, დაასრულა სეპარატიზმი და პასუხისგებაში მისცა ომის დამნაშავეები. პასუხად, აზერბაიჯანის პარლამენტმა პირველ მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპარლამენტთან ყველა სფეროში თანამშრომლობა ოფიციალურად შეაჩეროს. შეწყვიტოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა და დაიწყოს „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის წევრობის შეწყვეტის პროცედურა. მსურს, მივულოცო სომხეთის პრემიერ-მინისტრს, რომ ამ სამიტს სომხეთში მასპინძლობს“, – აღნიშნა მან.

  "ომი მთლიანად დასრულებულია" - რა შეთანხმებას მიაღწიეს ისრაელმა და "ჰამასმა"?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.