ასტროფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის ინტენსიური ემოციებისა და ჭრილობების განკურნების ფაზა დაიწყება.
„საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის ინტენსიური ემოციებისა და ჭრილობების განკურნების ფაზა დაიწყება 1 მაისს, რაც აისახება სავსემთვარეობით მორიელის ზოდიაქოს ნიშანში!
დღევანდელ პოსტში ვრცლად სწორედ ამაზე ვისაუბრებ:
1 მაისს, თბილისის დროით 21:23 საათზე გვექნება სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში.
მორიელი – ფიქსირებული ფენის წარმომადგენელი, წყლის სტიქიაა.
გამოირჩევა შესანიშნავი სტრატეგიითა და მეომრული სულისკვეთებით. მისი ნიჭი და სიძლიერე ტრანსფორმაციული ბუნებაა.
ღრიანკალის სავსემთვარეობა წინ წამოწევს ემოციურ სიღრმეებს.
გახსოვდეთ რომ ძველი კარი თუ არ დახურეთ ახალს ვერ გააღებთ!
პროცესი შეეხება დასრულებას, გარდაქმნას, ფარული ემოციების გაცნობიერებას და ძალაუფლების გადანაწილებას!
ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება მოუშუშებელი ჭრილობების განკურნების დრო, ხოლო ზოგისთვის, ვინც ვერ შეძლებს სიახლის მიღებას ის თავად გამოუტანს საკუთარ თავს განაჩენს!
ასეთ პერიოდში ცოდვა-მადლი ერთად ტრიალებს!
ყველაფერთან ერთად, მაგიურად საშიში და სტრესული დღეებია მოსალოდნელი პირველიდან მაისის შუა რიცხვებამდე.
ფრთხილად იყავით, რომ არ გახდეთ მაგიური ზემოქმედების საგანი!
გლობალურ დონეზე კი დაისმება კითხვა სპირიტუალურ ამბებში: ვის ბარდება ძალაუფლება და რა ფორმით?
ძალაუფლების გადაცემაზე შესაძლოა იყოს ღია, პირდაპირი ან ფარული შუღლი და მტრობა!
ძალაუფლება – ემოციები – კონტროლი!
სამი რამ სააშკარაოზეა!
მაისი გადამწყვეტი იქნება მრავალი ცალკეული პირისა თუ დიდი ორგანიზაციებისთვის, მათ შორის – სახელმწიფოებისთვისაც!
დადებითად განვითარების შემთხვებაში კარგი დროა ფსიქოლოგიური განტვირთვის, სეანსების, სულიერი სამყაროს გაძლიერებისა და წყლის აბაზანის ან წყალთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარებისთვის.
იქნებიან ისეთებიც, ვინც მოაგვარებენ მიწის, ნაკვეთის ან ქონებრივ საკითხებსაც!
ყველას გისურვებთ მშვიდობიან დღეებს!“


