ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს – რა უნდა იქონიონ თან აბიტურიენტებმა გამოცდაზე გამოცხადებისას და როდის მიიღებენ საგამოცდო ბარათებს – დეტალები

ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა
Disclosure: This website may contain affiliate links, which means I may earn a commission if you click on the link and make a purchase. I only recommend products or services that I personally use and believe will add value to my readers. Your support is appreciated!
#image_title

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

​დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეუძლიათ, შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge. ​

საგამოცდოცენტრებიგაიხსნებათბილისშიბათუმშიზუგდიდშიქუთაისშიფოთშიახალციხეშიგორშიოზურგეთშირუსთავშითელავშიხულოსადაამბროლაურში. ​

გაითვალისწინეთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლე.

რაც შეეხება საგამოცდო ბარათებს, აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ეცნობა შედეგებს).

- Advertisement -
Ad image

​ბარათზე მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: ​

  • აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდი; ​
  • საგამოცდო ცენტრის მისამართი; ​
  • თითოეული გამოცდის თარიღი; ​
  • გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;
  • ​საგამოცდო სექტორისა და სამუშაო მაგიდის ნომრები;
  • ​საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია ატესტატის წარმოდგენის შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ჯერჯერობით, უცნობია, როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას, რადგან, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. წინა წლებში აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს ივნისის მეორე ნახევრიდან იღებდნენ, თუმცა ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაზუსტებულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

  ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 — როდის იწყება აბიტურიენტების რეგისტრაცია. რა არის ცნობილი ამ ეტაპზე

რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას? ​

  • საგამოცდო ბარათი
  • ​სურვილის შემთხვევაში: გელიანი (ე.წ. ტუში) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
  • ​პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი / პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი / განცხადება-ანკეტა / ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

​გასათვალისწინებელია შემდეგი:

  • ​აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს.
  • ​რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს.
  • ​რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში. ​
  • აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდისათვის გათვალისწინებულ დამხმარე მასალას (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა).
  • აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
  • ​ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი (შტრიხკოდისა და მაგიდის ნომრები იდენტურია). ​
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს).
  • ​ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა საგამოცდო პროცესის ჩაწერის უზრუნველსაყოფად. ​
  • საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს, გადატანილია თუ არა პასუხების ფურცელზე სტანდარტული ფრაზა, ასევე, აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს. ​
  • სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. ​
  • საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ვრცელი ინფორმაცია წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, აბიტურიენტთა ცნობარში ნახოთ.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს – რა უნდა იქონიონ თან აბიტურიენტებმა გამოცდაზე გამოცხადებისას და როდის მიიღებენ საგამოცდო ბარათებს – დეტალები [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%93-7/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.