სამშაბათი, აპრილი 28, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს ღონისძიების მნიშვნელობას და წარმოაჩენს...

„ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს ღონისძიების მნიშვნელობას და წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის პროგრესს აღნიშნულ სფეროში“-თბილისი ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

თბილისში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურმა მდივანმა ემანუელ სუბეირანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.

დავით სონღულაშვილმა ვეტერინარებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობას ქვეყნის აგროსექტორის განვითარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში.

„ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს ღონისძიების მნიშვნელობას და წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის პროგრესს აღნიშნულ სფეროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა ქმნის შესაძლებლობას, საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებთან დაკავშირებით გაიმართოს პროფესიული მსჯელობა და განხილვა. აღნიშნული კი ხელს უწყობს დარგის შემდგომ განვითარებასა და წინსვლას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

WOAH-ის გენერალურმა მდივანმა ემანუელ სუბეირანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ვეტერინარიის სფეროში მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნის როლზე რეგიონში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან გასულ წელს გამართული შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმ პროგრესში, რომელიც საქართველოს ვეტერინარიის დარგში აქვს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დარგის გაძლიერებისთვის. საქართველოს მიღწევები ნამდვილად დასაფასებელია“, – აღნიშნა ემანუელ სუბეირანმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას.

„სოფლის მეურნეობის სექტორთან ეფექტიანი თანამშრომლობის გარეშე ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვნად გართულდებოდა მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვება. ასევე, ქვეყნის მიერ მიღწეული სხვა წარმატებები, მათ შორის ცოფთან ბრძოლის მიმართულებით, სწორედ ამ მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგია. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

  „ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობდი, ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, ამიტომ, როცა ეჭვი აიღეს, არ დავიჯერე, ჩავთვალე, რომ შეცდომა იყო…“

კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და WOAH-ის დელეგატები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში განიხილება ვეტერინარიის სფეროში არსებული გლობალური და რეგიონული გამოწვევები. დისკუსიის ფორმატში მონაწილეები იღებენ ინფორმაციას ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების, ტრანსსასაზღვრო დაავადებების პრევენციის, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვის შესახებ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.