ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაირაკლი ჩიქოვანმა  სომხეთის მხარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა...

ირაკლი ჩიქოვანმა  სომხეთის მხარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მხრიდან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. სურენ პაპიკიანს ქართველი კოლეგა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი  მასპინძლობს.  თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ,  მინისტრებმა და დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც თავდაცვის სფეროში ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა  სომხეთის მხარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მხრიდან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ, მჭიდრო კავშირებსა და  თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე.  საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას,  რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო და გამოწვევები წარმოადგენდა. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

კოლეგებმა 2026 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს, რომელიც გასულ წლებთან შედარებით უფრო მრავლისმომცველია.

შეხვედრის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ხსოვნას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სურენ პაპიკიანი  წეროვანში  მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს.

  წონის დაკარგვის სწრაფი და ეფექტური გზა ექიმების მიერ შემუშავებული კვების გეგმის წყალობით
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.