მხოლოდ ცოდნა არ არის წარმატების გარანტი!
რა უნდა გადასცეს პედაგოგმა ბავშვს ცოდნასთან ერთად?
რატომ ვერ უზრუნველყოფს მხოლოდ ცოდნა წარმატებას, რა უნარები სჭირდება ბავშვს 21-ე საუკუნეში და რა უნდა გადასცეს პედაგოგმა ბავშვს ცოდნასთან ერთად?
ხათუნა მუზაშვილის პოდკასტის „აღზრდის სკოლა მშობლებისათვის“ სტუმარია გია მურღულია
მურღულიამ გადაცემაში ისაუბრა მასწავლებლის სამ მთავარ ვალდებულებაზე, საგნის სწავლება უნარების განვითარება, თუ როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა ცხოვრებაში და ღირებულებათა სისტემა – როგორი ადამიანად ჩამოყალიბდება ბავშვი:
„მე იცით რამდენ ადამიანს ვიცნობ ძალიან მცოდნეს, განათლებულს, ინტელექტუალს მაცვიფრებენ ხოლმე ყოველთვის რამდენი რამე აქვთ წაკითხული, რამდენ ჩემთვის უცხო და უცნაურ რამეს მეუბნებიან ხოლმე, როგორი ხედვები აქვთ, არასდროს ფული არ აქვთ, ყოველთვის დეპრესიაში არიან და წარუმატებლები არიან, ამ ცხოვრებამ თითქოს ხელი ჰკრა მათ.
რა არის აუცილებელი, რომ ცოდნასთან ერთად შანსი გქონდეს წარმატებას მიაღწიო? პირველ რიგში ეს არის უნარები. სულ სამ რამეს აკეთებს სკოლა და მასწავლებელი – საგანს ასწავლის, უნარებს აყალიბებს და ავითარებს და ღირებულებათა სისტემას აყალიბებს და ავითარებს. მეორე და მესამე პუნქტი არის აღზრდის სისტემის საფუძველი“, – ამბობს გია მურღულია


