ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსულისშემძვრელი ვიდეო - „ჯოჯოხეთი დედამიწაზე! - წვიმა ცივად ასველებს მინაბის სკოლის მოსწავლეთა,...

სულისშემძვრელი ვიდეო – „ჯოჯოხეთი დედამიწაზე! – წვიმა ცივად ასველებს მინაბის სკოლის მოსწავლეთა, ამ უმანკო ბავშვების ახალგაჭრილ საფლავებს. დღეს მათი ტრაგიკული დაღუპვიდან 40 დღე გავიდა — დღეს ამ ანგელოზების ორმოცია“

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„წვიმა ცივად ასველებს მინაბის სკოლის მოსწავლეთა, ამ უმანკო ბავშვების ახალგაჭრილ საფლავებს. დღეს მათი ტრაგიკული დაღუპვიდან 40 დღე გავიდა — დღეს ამ ანგელოზების ორმოცია. თითოეული წვეთი თანამედროვე მსოფლიოს ამაზრზენ სიყალბესა და ორმაგ საზომს აშიშვლებს. როდესაც ტრაგედიის პირველსავე საათებში ამ სისასტიკის ამსახველი ფოტომასალა გამოვაქვეყნე, წამებში შემომესივნენ დახელფასებული ტროლები. ისეთი თავხედობაც კი გაბედეს, რომ აქეთ დამდეს ბრალი დეზინფორმაციის გავრცელებაში, დამარესპორტეს და Facebook-მაც, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, უმალ მომცხო შეზღუდვა. თუმცა, ტყუილს მოკლე ფეხი აქვს(!), სულ რაღაც რამდენიმე საათში უკვე ვიდეოკადრებიც გავრცელდა და სიმართლემ ამოხეთქა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რა სიბინძურესთან, ცენზურასა და სისტემურ ტერორთან გვაქვს საქმე, სადაც მსხვერპლს ხმას უხშობენ, რათა ჯალათებმა კომფორტულად იგრძნონ თავი.
დედამიწის ერთ მხარეს დაღუპული მოზარდი საყოველთაო გლოვის მიზეზია და საერთაშორისო ბერკეტები მის დასაცავად დაუყოვნებლივ მოქმედებს. მეორე მხარეს კი — სრული, გამყინავი სამარისებური სიჩუმეა. გამოდის, რომ ადამიანის სიცოცხლის ფასს მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობა და პოლიტიკური კონიუნქტურა წყვეტს. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ის არის, რომ ამ სისასტიკის შემოქმედნი და ხელშემწყობნი დღეს მაღალი ტრიბუნებიდან სხვა ქვეყნებს გმობენ. ეს ის ძალებია, რომლებსაც წლობით შეაქვთ „დემოკრატია“ სხვებთან ბომბების წვიმით, ანგრევენ სახელმწიფოებს და მერე ურცხვად გვმოძღვრავენ მორალზე.
გავიხსენოთ თუნდაც ღაზას სექტორი — ჯოჯოხეთი დედამიწაზე. სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ქმედებებს “თავდაცვის” ლოზუნგით ამართლებს, რეალურად მანიაკალური სისასტიკით, მიზანმიმართულად ანადგურებს და ასახიჩრებს ათასობით ბავშვს, რომ
აღარაფერი ვთქვათ ზრდასრულებზე, რომელთა სიცოცხლეც ერთიანად გაუფასურდა. და რა მივიღეთ პასუხად? არაფერი! ეს უმძიმესი დანაშაული მკვლელებს უბრალოდ შერჩათ.
ჩვენ ნათლად დავინახეთ და გავიგეთ, რომ ეგრეთ წოდებული „საერთაშორისო სამართალი“ დიდი ხნის წინ დახიეს და სანაგვეზე მოისროლეს. ჰააგა, ტრიბუნალები, კონვენციები და მაღალი ტრიბუნებიდან წარმოთქმული სიტყვები მხოლოდ ფარსია — იაფფასიანი სპექტაკლი, რომელიც ძლიერთა დაუსჯელობასა და სისხლიან ინტერესებს აფარებს ხელს.
მაგრამ ეს ასე არ უნდა დარჩეს! სისასტიკის შემოქმედნი პასუხს უნდა აგებდნენ არა მხოლოდ ისტორიის, არამედ რეალური, დაუნდობელი იურიდიული სამსჯავროს წინაშე. არანაირი დიპლომატიური იმუნიტეტი და პოლიტიკური დათმობები! თითოეული პოლიტიკოსი, სამხედრო მაღალჩინოსანი თუ რიგითი შემსრულებელი, ვინც ამ ბავშვების სისხლში გაისვარა ხელი, სისხლის სამართლის უმკაცრეს პასუხისგებაში უნდა მიეცეს. მათ უნდა ჩამოერთვათ ყოველგვარი სტატუსი და გასამართლდნენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, დამოუკიდებელი და არა მარიონეტული ტრიბუნალის მიერ. წესწყობილება, რომელიც თვალს ხუჭავს აკვანშივე მოკლულ მსხვერპლზე, განწირულია დასანგრევად. უსამართლობა უკვალოდ არასდროს ქრება, დაღვრილ სისხლს ვერცერთი წვიმა და ვერც დროის დინება ვერ ჩამორეცხავს.
დროა, შევწყვიტოთ ილუზიებში ცხოვრება. მსოფლიო სამართალი დღეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ, მკვდარ სიტყვებად იქცა, აბსოლუტური დაუსჯელობა კი ახალ, კიდევ უფრო მასშტაბურ სისხლისღვრას ბადებს. დუმილი დანაშაულის თანამონაწილეობაა! საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს და უმკაცრესი, უკომპრომისო პასუხი მოსთხოვოს ყველას, ვინც საკუთარი ბნელი მიზნებისთვის ადამიანთა სიცოცხლე გაწირა. უნდა დაიმსხვრეს ეს ამაზრზენი ფარისევლობის კედელი და დადგეს ნამდვილი მართლმსაჯულების ჟამი!“
ირაკლი ყიფიანი

  დონალდ ტრამპი რუსეთის საკითხზე "მნიშვნელოვანი განცხადების" გაკეთებას აპირებს - ტრამპი პირველად გამოიყენებს უფლებამოსილებას უკრაინაში შეიარაღების
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი