„წელს აბიტურიენტებისთვის გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე“ – თამარ მემანიშვილი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

წელს აბიტურიენტებისთვის გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო, – განაცხადა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მემანიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება სწავლა სახელმწიფოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფო პროფესიული მიმართულების დაფინანსებას კერძო სასწავლებლებში, მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროფესიული პროგრამების მიხედვით“, – აღნიშნა თამარ მემანიშვილმა.

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „წელს აბიტურიენტებისთვის გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე“ – თამარ მემანიშვილი. 6 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/წელს-აბიტურიენტებისთვი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi