ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევები„კვერცხის შესაღებად ნატურალური ენდროს ფესვები გამოიყენეთ“

„კვერცხის შესაღებად ნატურალური ენდროს ფესვები გამოიყენეთ“

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, მოსახლეობას ურჩევს, რომ კვერცხის შესაღებად ნატურალური ენდროს ფესვები გამოიყენონ.

„იმდენად ბევრი საღებავია ბაზარზე შემოსული, რითაც ენდროს შეღებვა შეგვიძლია, თუმცა მათ წარმომავლობასა და უსაფრთხოებაზე არაფერი არაა ცნობილი. ვენდობით მხოლოდ მის მწარმოებელს.
ჩემი რეკომენდაციაა — გამოიყენეთ ენდროს უშუალოდ ფესვები; ბუნებრივი მცენარეა და ეს გამოვიყენოთ შესაღებად.

სხვადასხვა ფერის გამოყენების შემთხვევაში რთულია ვთქვათ, რას შეიცავს და რამდენად არის განკუთვნილი საკვები პროდუქტის შესაღებად.

უფრო მეტად საშიშია ის, რაც ბაზარში წონით იყიდება — გაურკვეველი წარმომავლობისაა და მაღალი რისკის შემცველია.

ბაზარში ვერავინ მოგცემთ საბუთს, რა წარმომავლობის საღებავს ყიდის“, – ამბობს ირაკლი არაბული.

  ეს პროდუქტები დამეხმარა მეხსიერების გაუმჯობესებაში. სასწაულების დავიჯერე უკვე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი