დღეს, აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულებულს მღვდელმონოზონს მამა ანდრია (ყურაშვილს) 60 წელი შეუსრულდებოდა…

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

1993 წლის 5 ივლისს, სოხუმიდან 15 კილომეტრში, ულამაზეს სოფელ კამანში, უდიდესი წმინდანის, იოანე ოქროპირის სახელობის კამანის ტაძრის ახლოს აფხაზმა და დაქირავებულმა “ბოევიკებმა” დახვრიტეს ამ ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი მამა ანდრია (ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი).

როდესაც ტაძარში “ბოევიკები” შეცვივდნენ, იკითხეს – ეს მიწა ქართველებისაა თუ აფხაზებისო. მამა ანდრიამ უპასუხა – მიწა ღვთისააო! ამის თქმა იყო და მოძალადეებმა ტყვია დაახალეს თავში. რუსი მეომრები გაოცებულნი დარჩნენ ანდრიას მამაცობით.

უმანკო ღვთისმსახური მამა ანდრია, იგივე პაატა ყურაშვილი, თავის დროზე სპორტსმენი იყო. ის ბაღდადში დაიბადა.

იქ ეზიარა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას მწვრთნელ თეიმურაზ ვაშაყმაძესთან. ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობის მრავალგზის პრიზიორი იყო.მეტიც შეეძლო, მაგრამ აჭარაში, სხალთის მამათა მონასტერში ყოფნის და მოლოცვის შემდეგ არქიმანდრიტ დანიელის ხელდასმით იწყებს მსახურებას მღვდელ-მონაზვნად და სპორტში მეცადინეობაც აქ მთავრდება. განაგრძე კითხვა

- Advertisement -
Ad imageAd image

კამანის ეკლესია 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დღეს, აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულებულს მღვდელმონოზონს მამა ანდრია (ყურაშვილს) 60 წელი შეუსრულდებოდა…. 4 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დღეს-აფხაზეთში-მოწამეობ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi