პარასკევი, აპრილი 10, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაპარლამენტმა 2026-2027 სასწავლო წელს I კლასში 6 წლამდე ბავშვების მიღებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 2026-2027 სასწავლო წელს I კლასში 6 წლამდე ბავშვების მიღებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 85 ხმით 2026-2027 სასწავლო წლისთვის 1-ელ კლასში 2016 წლის 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვების მიღებას მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.

“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს და დღეს ორ პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს.

ცვლილებით, 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყება, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით შეუძლია იმ პირსაც, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.

შეგახსენებთ, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში, ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 15 სექტემბრის შემდეგ უსრულდებათ, პირველ კლასში დარეგისტრირების საშუალება აღარ ჰქონდათ.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებით თებერვალში პარლამენტმა “2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ” მშობლების პეტიცია მიიღო. 20 თებერვალს განათლების კომიტეტმა გამონაკლისის დაშვებას მხარი არ დაუჭირა.

მოგვიანებით, 3 მარტს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 2026-2027 სასწავლო წელს ერთჯერადად, საგამონაკლისო წესით, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

  ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს – ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი