ვის ეკუთვნის, მეზობლის ეზოში ჩავარდნილი ბლის ნაყოფი? ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში გადასული ნაყოფი, ხის პატრონს თუ მიწის მფლობელს? აქვს მას უფლება, მოკრიფოს მეზობლის ხილი, რადგან მის ნაკვეთზეა გადმოსული?

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ვის ეკუთვნის, მეზობლის ეზოში ჩავარდნილი ბლის ნაყოფი? ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში გადასული ნაყოფი, ხის პატრონს თუ მიწის მფლობელს? აქვს მას უფლება, მოკრიფოს მეზობლის ხილი, რადგან მის ნაკვეთზეა გადმოსული?

სამეზობლო სამართალი – საუბრობს ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
„სამოქალაქო კოდექსში ცალკე თავად არის გამოყოფილი სამეზობლო სამართალი და მსგავს შემთხვევებს 178-ე მუხლი არეგულირებს. კანონის მიხედვით, სანამ ნაყოფი ხეზეა, ის ხის მესაკუთრეს ეკუთვნის. ნაყოფი მიწაზე უნდა დავარდეს, რომ ხის მეპატრონემ მასზე მფლობელობა დაკარგოს, ხოლო მიწის მესაკუთრეს ეს უფლება გაუჩნდეს.
ნაყოფის ცვენა ბუნებრივი ფაქტპრებით უნდა მოხდეს – დამწიფებით ან ამინდის უმნიშვნელო ცვლილებით. თუ ხეს პატრონი ბერტყავს, ან წვიმამ მთელი ნაყოფი ძირს ჩამოიტანა, ცხადია, რომ მიწის მესაკუთრეს ვერ მიეცემა ნაყოფის მითვისების საშუალება. თუმცა მისის მესაკუთრეს ტოტების მოჭრა შეუძლია და არა მარტო ტოტების – შეუძლია ფესვებიც მიაყოლოს, თუ მის მხარეს არის გადასული.
თუმცა მოუწევს ახსნა, რას უშლიდა ეს ტოტები თუ ფესვები. თუ მისი მიწის ნაყოფიერებაზე ცუდად მოქმედებდა მეზობლის ხისგან შემოსული ფესვები, ან ტოტები უბნელებენ სარკმელს, გასაგებია. მაგრამ თუ მარტო იმიტომ ჭრი, რომ ბავშვები თავს ვერ იკავებენ მოკრეფისგან, მაშინ ზიანის ანაზღაურება მოუწევს და მეზობლებთანაც გაიფუჭებს ურთიერთობას. ამიტომ მეზობლობას შეთანხმება და სიამტკბილობა სჭირდება“ – ამბობს ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ვის ეკუთვნის, მეზობლის ეზოში ჩავარდნილი ბლის ნაყოფი? ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში გადასული ნაყოფი, ხის პატრონს თუ მიწის მფლობელს? აქვს მას უფლება, მოკრიფოს მეზობლის ხილი, რადგან მის ნაკვეთზეა გადმოსული?. 27 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვის-ეკუთვნის-მეზობლის-ეზ/

  ამინდი მკვეთრად გაუარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეოებას აფრთხილებენ
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi