დეკანოზი შალვა კეკელია პატრიარქის დაკრძალვის დღეს იხსენებს.
პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძართან ახალგაზრდა ბიჭები მივიდნენ მასთან და უთხრეს, რომ ზემო აჭარიდან ჩამოვიდნენ, მუსლიმები იყვნენ.
„პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძრიდან რომ გამოვედით, ხალხი დაგვხვდა. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, ჩამეხუტნენ და მითხრეს: „მამა შალვა, ჩვენ ზემო აჭარიდან ჩამოვედით, მუსლიმები ვართ. ძალიან გვიყვარხარ. პატრიარქი ილია მეორე ძალიან გვიყვარს. მთელი ღამე გავათენეთ, სამების ტაძარში რომ შევსულიყავით და პატრიარქი გვენახა“.
ამაზე მეტი შეფასება რა გინდა! 18-19 წლის ბიჭები როცა ამბობენ, რომ მუსლიმები ვართ და ჩვენი პატრიარქი გვიყვარს. პატრიარქის გამო ჩამოვედით, რომ მისთვის პატივი მიგვეგო.“ – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.
როგორც გავარკვიეთ, ახალგაზრდები დათო და რატი ბოლქვაძეები და მათი მეგობარი ნიკა რიჟვაძე ხულოს რაიონიდან არიან. დათო და რატი ბოლქვაძეები საკრებულოს თავმჯდომარის რენარ ბოლქვაძის შვილები არიან. ახალგაზრდები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ.
მომხდარი შეიძლება განიხილებოდეს როგორც საზოგადოების ნაწილის მხრიდან რელიგიური ლიდერისადმი პატივისცემის გამოხატვის მაგალითი, რომელიც ასახავს არსებული სოციალური და კულტურული პრაქტიკების გაგრძელებას.
დაშვებული დროშები, უწყვეტი ნაკადი სამების ტაძართან!
მეტროდან იწყებოდა მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამებაში, 24 საათის განმავლობაში მიდიოდნენ. ადამიანები მთელი ღამე წვიმაში იდგნენ, რათა პატრიარქის ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ.
სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს დაკრძალვაზე, დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი მივიდა. სევდით აღსავსე ათასობით ადამიანმა ქუჩაში შეკრებით პატივი მიაგო პატრიარქის ხსოვნას. მსგავსი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „ამაზე მეტი შეფასება რა გინდა! 18-19 წლის ბიჭები როცა ამბობენ, მუსლიმები ვართ და ჩვენი პატრიარქი გვიყვარს. პატრიარქის გამო ჩამოვედით, რომ მისთვის პატივი მიგვეგო“-შალვა კეკელია. 25 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ამაზე-მეტი-შეფასება-რა-გ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
