კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაცხოვრების 30 წელი, უწმინდესის სიახლოვეს გაატარა - „შეგრძნება მაინც ჰქონდა და თვალი...

ცხოვრების 30 წელი, უწმინდესის სიახლოვეს გაატარა – „შეგრძნება მაინც ჰქონდა და თვალი დაახამხამა, აპარატზე შეერთებული ადამიანები ამას ვერ ახერხებენ” – მამა შალვა კეკელია პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებს იხსენებს

 თბილისის ვაკის მაცხოვრის ტაძრის დეკანოზი, მამა შალვა კეკელია თავისი ცხოვრების მომენტებს, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია მეორეს უკავშირდება, „სარკეს“ უზიარებს.

მამა შალვა ამბობს, რომ ცხოვრების 30 წელი, უწმინდესის სიახლოვეს გაატარა. დეკანოზი ჟურნალთან პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებს იხსენებს:

„ღვთის მადლით რეანიმაციაში შესვლის საშუალება მომეცა. მე მამა ნათანელმა და მამა ლუკამ ზეთისცხება ჩავატარეთ. სიხარულის განცდა გვქონდა. არც გვიფიქრია იმ საშინელებაზე, რამ მერე მოხდა.

თვითონ უკვე სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და საოცარი ის იყო, რომ შეგრძნება მაინც ჰქონდა და თვალი დაახამხამა. როგორც წესი აპარატზე შეერთებული ადამიანები ამას ვერ ახერხებენ. წესით არაფერი არ უნდა იგრძნო. ზეთიანი ფუნჯი რომ შევახე თვალზე,დაახამხამა მაგ დროს. ისეთი სიმშვიდე და ძალა მოდიოდა მისგან, საოცარი…

მერე საპატრიარქოდან წმინდა ნაწილები მოვაბრძანეთ. საპატრიარქოში წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა ინახება, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები და წმინდა გიორგის მუხლი. მე და მამა ნათანელი წავედით საპატრიარქოში და ეს სიწმინდეები მივაბრძანეთ კლინიკაში, რომ უწმინდესი დაგველოცა.

ჯვარი გადავსახე და გულზე დავადე ეს სიწმინდეები, იქვე დავუდეთ ყველაფერი და მერე ამოვედით ზემოთ, სადაც დარბაზი იყო და იქ ვიხდიდით პარაკლისებს. პარაკლისის დროს ვიგრძენი, რომ პატრიარქი გადიოდა ამ ქვეყნიდან. როგორც კი ეს განცდა გამიჩნდა, მაშინვე რეანიმაციისკენ წავედი. რომ შევედი, ძალიან დამძიმებული იყო და ბოლო წამები მასთან ერთად გავატარე. ყველაზე მძიმე დღე იყო…

უწმინდესი სამების ტაძარში რომ მივაბრძანეთ, დღესასწაულის განცდა უფრო მქონდა, ვიდრე სხვა რამ. წმინდანს რომ მიასვენებენ და ერი რომ დღესასწაულობს, ზუსტად ასეთი განცდა მქონდა. ღრმად მწამს, რომ ერთი წმინდანი კიდევ შეგემატა ზეცაში. აქ დაგვაკლდა, მაგრამ იქ შეგვემატა…“- იხსენებს მამა შალვა კეკელია.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ 23-29 მარტის ნომერში.

  საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. სრულად
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.