შაბათი, აპრილი 18, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაილია მეორის გადაცვალების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტმა „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული...

ილია მეორის გადაცვალების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტმა „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ილია მეორის გადაცვალების გამო „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა. ინფორმაცია ამის შესახებ  მუნიციპალიტეტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო და გაცნობებთ, რომ  „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია“, – წერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  ადგილი შერჩეულია - ილია მეორეს სიონის ტაძრის საკურთხეველთან, მარცხენა მხარეს დაკრძალავენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი