VIDEO: პატრიარქის ემოციური ჩანაწერი – „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი…“ –

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მე მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, სულ პატარა სოფელში, საქართველოში ვყოფილიყავი მოძღვარი, – განაცხადა ერთ-ერთ ჩანაწერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

მისი სურვილი ახდა, მოძღვარი გახდა, თუმცა ღვთის განგებით ამ სოფლად ერთ-ერთი უძველესი სამწყსო ერგო – საქართველო.

„იყო ისეთი დღეები, თვეები და წლები, როდესაც ძალიან უჭირდა ეკლესიას, ვეღარ ვპოულობდი გზას და აი, იმ დროს დაიწერა ეს, ძალიან უბრალო, მაგრამ გულიდან ამოსული სიტყვები და საგალობელი: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“, – იხსენებდა პატრიარქი.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). VIDEO: პატრიარქის ემოციური ჩანაწერი – „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი…“ –. 18 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/video-პატრიარქის-ემოციური-ჩან/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi