პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა. სააგენტოს ინსპექტორებმა პათოლოგიური მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, ცოფი დადასტურდა. ინფორმაცია ცხოველის ცოფით დაავადების შესახებ მაშინვე ეცნობა ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს.

დაინფიცირებულ პუნქტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე (დაინფიცირებული პუნქტიდან 3კმ-ის რადიუსში) გამოცხადდა კარანტინი. სააგენტომ ჩაატარა კარანტინით გათვალისწინებული ღონისძიებები – დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ, დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ ცხოველებზე ზედამხედველობა, ცხოველის გადაადგილებაზე კონტროლი და სხვა. ამ ეტაპისათვის მუნიციპალიტეტში აცრილია დაავადების ამთვისებელი 4500 სული ცხოველი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად ცოფის შემთხვევები 2025 წელს, 2012 წელთან შედარებით, 93%-ით არის შემცირებული.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

  არ შეიძინოთ რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში - გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი