ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპრემიერი: სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და...

პრემიერი: სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება

სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაზრების დივერსიფიკაცია სტაბილურობისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია.

„მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა. ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე სახელმწიფო ბიზნესის მთავარი პარტნიორია. აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამამ უკვე გამოიღო ხელშესახები შედეგი – 2018 წლის შემდეგ სექტორის მთლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა; თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

ცალკე უნდა გამოვყოთ ექსპორტის მიმართულება. დღეს საგარეო გაყიდვები 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ექსპორტი ძირითადად რამდენიმე პროდუქტს ეყრდნობა. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სტაბილურობის და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია ამ და სხვა საკითხებზე კონკრეტულ ნაბიჯებად გადაიქცევა და როგორც მთავრობას, ისე ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია-აღჭურვაზე 50.641 მლნ ლარი დაიხარჯება – ვინ რამდენს მიიღებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი