საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ დიდებაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა – თეიმურაზ ბექაურმა და გოჩა ქავთარაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ზურაბ იარაჯულის საფლავი და მისი სახელობის მემორიალი.
ასევე, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა მიქაელმა, სასულიერო პირებთან ერთად, ეროვნული გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. განაგრძეთ კითხვა



