ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებისაქართველოში, კარაქის მაწვნის და დოს წარმოების ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში გამოიგონეს

საქართველოში, კარაქის მაწვნის და დოს წარმოების ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში გამოიგონეს

არქეოლოგიური აღმოჩენებით ირკვევა, რომ საქართველოში, კარაქის მაწვნის და დოს წარმოების ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში გამოიგონეს.
მცხეთის სამთავროს ბრინჯაოს სამარხებში ნაპოვნია ძვ. წ. V საუკუნეზე ადრინდელი თიხის სადღვებლები
ამ აღმოჩენის თანახმად, არა მხოლოდ, ღვინის, ლითონის და თაფლის, არამედ რძის პროდუქტების წარმოების მაღალი კულტურის ქვეყანა ვიყავით.
ქართულ დოს, საქართველოში ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში აწარმოებდნენ. დო ეს არის შემჟავებული მაწვნისგან კარაქის, სადღვებელში შედღვების შედეგად, დარჩენილი მომჟაო გემოს, უგემრიელესი სითხე.
დღეს კი, სამწუხაროდ, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა იცის რა არის დო. უმეტესობას, არც კი გაუნსიჯავთ. ასეთი, უნიკალური ქართული ეთნოპროდუქტი , რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში შეიქმნა, დაკარგვის პირას არის. ოჯახებში, მისი დამზადების ტრადიციაც იკარგება.
კარაქს საქართველოს ყველა კუთხეში არ ამზადებდნენ. მისი დამზადების წესს მთიანი რაჭისა და აჭარის გარდა არც იცნობდნენ დასავლეთ საქართველოში. სამაგიეროდ აღმოსავლთ საქართველოში, განსაკუთრებით კი მთიანეთში (ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, მთიულეთი) კარაქის დამზადების, ასევე დოს წარმოების ხელოვნება მაღალ დონეზე იდგა. შესაბამისად ამ რეგიონებში დოც საყვარელი და პოპულარული პროდუქტი იყო.
საქართველოში ხე-ტყით მდიდარ ქვეყანაში, ფართოდ იყენებდნენ ხის სადღვებელს. ხე და თიხა უძველესი დროიდან ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფი მასალა იყო გლეხისათვის.
ხის სადღვებელი ორი სახისაა. ერთია ჰორიზონტალური, ცილინდრული, მთლიანი, გულამოღებული, ორივე მხარეს დახურული გათლილი ხის მორი ე.წ. „ვარია“.
ხის მეორე სადღვებელია „ჩხუტ-ბრუნელი“. ეს ვერტიკალური მთლიანი ხის ცილინდრული, გულამოღებული მორია, რომლის ცალი მხარე დახურულია (ფსკერი აქვს), მეორე მხარე – ღია.
წყარო: ქართული დო
   დიასახლისებისათვის საყვარელი სეზონი და შინ დამზადებული სანოვაგე ზამთრისათვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი