ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალითბილისში, ბინაში 84 წლის ექიმის ჩონჩხი მხოლოდ შვილის მძიმე სენით გარდაცვალების შემდეგ...

თბილისში, ბინაში 84 წლის ექიმის ჩონჩხი მხოლოდ შვილის მძიმე სენით გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს – მანამდე კი, ქალის საპენსიო ბარათიდან ყოველთვიურად იხსნებოდა პენსიის თანხა

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ბინაში, თითქმის ორი წლის განმავლობაში უცნაურ საიდუმლოს ინახავდა. 80 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც სახლში შვილთან ერთად ცხოვრობდა, მოულოდნელად გაუჩინარდა. ვერც მეზობლებმა და ვერც ნათესავებმა გაარკვიეს, თუ სად გაქრა ხანდაზმული ქალბატონი – პროფესიით ექიმი, ნანული ნატროშვილი.

გაუჩინარებული ქალის ერთადერთი ვაჟი, ირაკლი თევზაძე მეზობლების ნაწილს არწმუნებდა, რომ დედა კარგად არის და ის ერთ-ერთ რეგიონში ნათესავთან იმყოფებოდა. მეორე ნაწილს კი სხვა ვერსიაც მოუყვა – თითქოს, შეუძლოდ მყოფი დედა მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარა.

საიდუმლოს ფარდა გასულ კვირას აეხადა – მას შემდეგ, რაც ირაკლი თევზაძე, მძიმე დიაგნოზით, კლინიკაში მოხვდა და მოგვიანებით, პალიატიურ განყოფილებაში გარდაიცვალა. მანამდე მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა უახლოეს ნათესავს სახლის გასაღები გადასცა. ბინის დასალაგებლად მისულ ნათესავებს კი ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ. საწოლში მათ ორი წლის წინ გაუჩინარებული ნანული ნატროშვილის ცხედარი ნახეს. ზეწრებში გახვეული გვამი თითქმის სრულად ჩონჩხურ მდგომარეობაში იყო. გაირკვა, რომ შვილი დედის გარდაცვალებას თითქმის ორი წლის განმავლობაში მალავდა. “კურიერი P.S-ის” ინფორმაციით, ხანდაზმული ქალის საპენსიო ბარათიდან, გარდაცვალების მიუხედავად, თანხა ყოველთვიურად იხსნებოდა. ეს გარემოება ხსნის, თუ რატომ ცხოვრობდა 50 წლამდე მამაკაცი მთელი ორი წლის განმავლობაში ქალის ცხედართან ერთად და რატომ დამალა მან პენსიონერი დედის გარდაცვალება. განაგრძეთ კითხვა

 

 

  ტურიზმის ბრუნვა იმატებს — თბილისში სასტუმროების დატვირთვა II კვარტალში 8%-ით გაიზარდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი