მცირე ბიზნესის გამოწვევები, გამოწვევები ყვავილების ბიზნესში
მცირე ბიზნესის გამოწვევებზე საუბრობს “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელი ნიკა წულუკიძე
ნიკა წულუკიძე საკმაოდ რთულ და შრომატევად საქმიანობას არის შეჭიდებული.
წარმატებულია თუ არა ყვავილების ბიზნესი და რით არის წარმატება განპირობებული.
„დღეს არსებული რეალიზატორები ვინც ვართ, ვისარგებლეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროგრამით და გავაკეთე 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე სასათბურე მეურნეობა. საკმაოდ დიდი სირთულეები გავიარე. პირველ ეტაპზე ვიყავით მწარმოებლები. შემდეგ უკვე განვითარების მიჯნაზე პროგრამური სარგებლობით ევროსტანდარტების გათვალისწინებით 4 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით ჰოლანდიურ ვარდებს. ამისკენ გვიბიძგა იმან, რომ ადგილობრივი პროდუქციის დაუფასებლობა აღინიშნა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ვერ იყიდებოდა შესაბამის ფასად. ადგილობრივი პროდუქციის დაუფასებლობაა.
ძირითადად სომხეთიდან შემოდის ყვავილები და ამ ბაზის საფუძველზე ჩვენი პროდუქტის თვითღირებულება იკლებს. ხარჯების უთანასწორობა იწვევს ბიზნესის ჩავარდნას“, – განაცხადა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ
როგორ შეიძლება იმპორტირებული პროდუქცია ღირდეს უფრო იაფი იმის გათვალისწინებით, რომ მისი წარმოება ხდება სხვა ქვეყანაში, ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები და ბუნებრივია, ადგილზეც ფასნამატი ჩნდება.
რატომ ვერ ახერხებს ადგილობრივი წარმოება, რომ კონკურენტული ფასი ქონდეს?
ნიკა წულუკიძე ამბობს, რომ მის საქმიანობაში ხედავს ხარვეზებს.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განვითარების ეტაპზე ვართ. ვფიქრობ, რომ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამ ყველაფერს სწავლის ეტაპზე გადასცემენ მომავალ თაობას, უფრო მეტად უნდა მიექცეს ყურადღება, ვგულისხმობ საგადასახადო პროცედურებს.
მე უშუალოდ ჩემს საქმიანობაში დავინახე ხარვეზი. ვერ ვიპოვე ისეთი კადრი, რომელიც ინფორმაციას მომაწვდიდა გადახდისუნარიანობათან, თუნდაც საშემოსავლო მიმართულებით. ამიტომ ყველა პუნქტზე ახალ გამოწვევას კიდევ ახალი გამოწვევა მოსდევდა, რომ თავად მე შემესწავლა და ამის შემდეგ უნდა დამეწყო კადრების ძიება.
რაც შეეხება შემოტანილი პროდუქციის ვერდაბალანსებას, ეს გამოიახატება იმით, რომ ვისაც შემოაქვს, ფასებს განკარგავენ და ამის მოცემულობა არის ის, რომ არ გვაქვს ისეთი ბაზები, სადაც დიდი ხნის განმავლობაში შეინახება პროდუქტი. სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს შესაბამისი, თანამედროვე სტანდარტების პირობები, რომ იგივე ბაზა მოვაწყოთ, გლეხებს საგრანტო მიმართულები მივცეთ იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი დახვეწონ და ევროსტანდარტებს შეუსაბამონ. არ ვამბობ იმას, რომ სახელმწიფოსგან არ მოდის ეს ბერკეტები. სახელმწიფოსგან ყველა ბერკეტი მოდის, მაგრამ სამწუხაროდ ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად ინფორმირებული არ არის, როგორიც შეიძლება იყოს განათლების ამაღლება, თუნდაც ყვავილების მიმართულებით. სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხაში უნდა იქნას თითოეული პუნქტი მიზნობრივად დატანილი, თუნდაც ის ხარჯვითი ნაწილი, რა პრობლემის წინაშეც მე აღმოვჩნდი. მწარმოებელი ვიყავი, მაგრამ არ მქონდა ამის შესაძლებლობა“ – აღნიშნა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ.
მისი თქმით, ადგილობრივი პროდუქცია არ დაფასდა.
„სამწუხაროდ, ადგილობრივი პროდუქცია არ დაფასდა. ვაბარებდი 1-1.5 ლარად, უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია გაცილებით დაბალ ნიშნულზე იყო – 3-3,5-4 ლარი ღირდა, სადღესასწაულო დღეებში კი კატასტროფულად იმატებს ფასი.
ჩემთვის ფასების ცვლილება მომხმარებლების დაკარგვას ნიშნავს. ამას ყოველდღიური განვითარება ჭირდება. ოჯახის წევრებისგან ამ მიმართულებით დიდი ხელშეწყობა მაქვს.
დღესდღეოსობით ჩვენ მუდმივი მომხმარებლები გვყავს და ფულადი ნაკადის გათვლა შეგვიძლია, რითაც ვარსებობთ და ვითარდებით, სოციალური ქსელების ჩართულობით დღევანდელი მოცემულობოთ მარკეტინგის დახმარებით
აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოს“ დამწყები მეწარმეებისთვის აქვს 10 000- ლარიანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს გაციფრულებას, ასევე მარკეტინგის ამაღლებას. შესაძლებელია, რომ გადაამზადოს პერსონალი, რომელიც ბიზნესში დაგვეხმარება. ამ მხრივ ეტაპობრივი ზრდა გვაქვს“ – “ – აღნიშნა ნიკა წულუკიძემ.
რამდენად მომთხოვნია მომხმარებელი ხარისხთან მიმართებაში და ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც ვერ დააკმაყოფილეთ შემკვეთის მოთხოვნები და ამის გამო დაკარგეთ კლიენტი?
ამის პასუხად “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც არ ქონდათ ისეთი ხარისხი, რაც მაღალი მოთხოვნების კატეგორიის მომხმარებლებს დააკმაყოფილებდა.
„მოგეხსენებათ, ბათუმი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და ამისი ერთ-ერთი გამოხატულება არის ტურიზმი. ხელის შეწყობა აქვს ბიზნესს. მთავარია, „მოინდომოს“ ადამიანმა, ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყონ…
ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ არ გვქონდა ისეთი ხარისხი, რაც მაღალი მოთხოვნების კატეგორიის მომხმარებლებს დააკმაყოფილებდა. დღევანდელი მოცემულობით იმ კატეგორიას, რომლებსაც წლების წინ ვერ ვაკმაყოფილებდით, დღეს საშუალოზე მაღალ ნიშნულზე ვაკმაყოფილებთ და კიდევ გვაქვს ყველაფრის განვითარების პოტენციალი“ – განაცხადა ნიკა წულუკიძემ.
რა არის მთავარი გამოწვევა? რა გიშლით ხელს, რომ სწრაფად განვითარდეთ?
ნიკა წულუკიძე აღნიშნავს, რომ უფრო მეტი შრომაა საჭირო. უფრო მეტს მოელოდა საკუთარი თავისგან …
„უფრო მეტი შრომა გჭირდება. ქვეყანაში და გლობალურ დონეზე მშვიდობა და სახელმწოფოს ბერკეტების მომართვა დამწყები ბიზნესისკენ. ბევრი შრომითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩვენს პროდუქტთან მისადაგებით დავძლევთ ყველაფერს და მივაღწევთ იმ მიზანს, რაც გათვლილი გვაქვს.
უფრო მეტს მოველოდი საკუთარი თავისგან, მაგრამ ისეთი რთული დროება დამიდგა მაინც ვეცადე გამომსვლოდა …“ – განაცხადა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ



