პარასკევი, აპრილი 10, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალივრცელდება ჩანაწერი, სადაც წყაროს ინფორმაციით, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრებზე, ოპონენტების შანტაჟსა და...

ვრცელდება ჩანაწერი, სადაც წყაროს ინფორმაციით, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრებზე, ოპონენტების შანტაჟსა და დაშინებაზე საუბრობს. VIDEO

ვრცელდება ჩანაწერი, რომელიც მედიას ელისო კილაძესთან სამართლებრივ დავაში მყოფმა მხარემ მიაწოდა. მხარემ ასევე, წარმოადგინა დასკვნა ჩანაწერის ავთენტიკურობის თაობაზე. წყაროს ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერში კილაძე ქოლ-ცენტრებზე, ოპონენტების შანტაჟსა და დაშინებაზე საუბრობს.

ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს. განცხადება პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ გააკეთა.

ამავე საქმეზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ათი პირის მიმართ, რომელთა შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

პროკურორის თქმით, ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

სწორედ ბენ ანორთან დაკავშირებით საუბრობს ჩანაწერში ელისო კილაძე თუ რა გზებით შეიძლება მის წინააღმდეგ შავი პიარის აგორება.

  ვინ არის ქალი, რომელმაც ცოლ-ქმარს 310 000 ლარი და 15 000 აშშ დოლარი გამოსძალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი