გივი მიქანაძე: დღეს დამტკიცდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების კვოტები, რომელიც პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დღეს დამტკიცდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების კვოტები, რომელიც პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, შრომის ბაზრის ანალიზმა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე ჩაატარა, მრავალი პრობლემა და გამოწვევა გამოავლინა.

„შრომის ბაზრის კვლევის შედეგები იმაზე შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა გვეფიქრა. ზოგადი დასკვნით უნდა ითქვას, რომ გასული წლების განმავლობაში სტუდენტების მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა იმთავითვე იმისთვის იყო განწირული, რომ ისინი უნივერსიტეტებში დაუფლებული სპეციალობით და დიპლომით ვერასოდეს ისარგებლებდნენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გივი მიქანაძე: დღეს დამტკიცდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების კვოტები, რომელიც პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა. 12 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გივი-მიქანაძე-დღეს-დამტკ/

  უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა ისრაელში მყოფი აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi