პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარატომ ვერ ააფეთქეს ზვიადისტებმა რუსული РПГ-26 „Аглень” ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებით შევარდანაძის...

რატომ ვერ ააფეთქეს ზვიადისტებმა რუსული РПГ-26 „Аглень” ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებით შევარდანაძის მსუბუქად დაჯავშნული მერსედერსი 1998 წლის 9 თებერვლის ღამეს

პრეზიდენტის ესკორტში სულ 9 ავტომანქანა იყო, პირველი მანქანა გზას ამოწმებდა, შემდეგ მიდიოდა სამთავრობო დაცვის მანქანა, შემდეგ ორი ჯიპი, ჯიპებში ოთხ-ოთხი სპეცრაზმელი იჯდა, სპეცრაზმელები შეიარაღებული იყვენ გერმანულ 9 მმ კალიბრის MP-5 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით და ჩეხური “ჩეზეს” ტიპის პისტოლეტებით. სპეცრაზმელებს მხოლოდ 20 ვაზნაინი ორ ორი მჭიდი ჰქონდათ.

ჯიპების შემდეგ შევარდნაძის შეჯავშნული მერსედერსი მიდოდა სადაც მძღოლი, სამთავრობო დაცვის უფროსი და პეზიდენტი შევარდნაძე იჯდა, შევარდნაძის მანქანას პირადი დაცვის ავტომანქანა მიჰყვებოდ უკან, შემდეგ ისევ ორი სპეცდანიშნულების მებრძოლების ჯიპი და ბოლოს საგზაო პოლიციის მანქანები.

პრეზიდენტს უსაფრთხოებას სულ 28 შეიარაღებული საგზაო პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პირადი დაცვის წევრი და პოლიციის თანამშრომელი იცავდა.

სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად 16 კარგად შეიარაღებული მებრძოლი ემზადებოდა, თითეული მებრძოლი შეიარაღებული იყო კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებთ, РПГ-26 „Аглень“ ერთჯერადი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუბარსატყორცნებით, РКГ-3 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ხელყუმბარებით და ტყვია-წამალით.

1998 წლის 9 თებრვალს ღამით 300 არაგველის ძეგლთან დიდი სიჩქარით მიმავალ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ესკორტს 300 არაგველის მემორიალის სკვერიდან  ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის ქართველმა და ჩეჩენმა მებრძოლებმა  ინტენსიური ცეცხლი გაუსხსნეს: კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით და РПГ-26 «Аглень  ის ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებით, პრეზიდენტის ესკორტის დაცვის ყველა მანქანა გაჩერდა და ჩასაფრებასთან ბრძოლაში ჩაერთო.

პრეზიდენტ შევარდნაძის მსუბუქად შეჯავშნულ მერესდერს თავდამსხმელების РПГ-26 «Аглень” ტიპის  ხელის ტანკსაწინაღმდეგო ყუმბარსატყორცნიდან ნასროლი პირველი ПГ-26 ტიპის 72.5 მმ  კალიბრის  ტანკსაწინაღმდეგო კუმულაციური ჭურვი მერსედერსის საბურავთან ასფალტზე აფეთქდდა, მძღოლმა საჭის დამორჩილება შეძლო და მანქანამ მართვა არ დაკრგა, მეორე ПГ-26  72.5 მმ  კალიბრის ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ჭურვი კაპოტში მოხვდა, კუმულაციური ჭურვის მოხვედრის შედეგად მერსედერსის ძრავაში ცეცხლი გაუჩნდა მანქანა დარტყმის ტალღამ მოსასრიალა, მიუხედავად ამის შევრდნაძის მანქანმა სვლა მაინც გააგრძელა.

ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების სროლის შემდეგ პრეზიდენტის შეჯავშნულ მერსედრესს თავმდამსხმელებმა РКГ-3 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ხელყუმბარები დაუშინეს თუმცა არცერთი გადაგდებული РКГ-3 ტიპის კუმულაციური ხელყუმბარს დაჯავშნულ მერსედერს  არ მოხევდრია.

  „ღაზაში მოსახლეობა შიმშილს განიცდის - ღაზაში შიმშილი არის კაცობრიობის მარცხი, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს მდგომარეობა დაუსჯელად გაგრძელდეს“-ანტონიუ გუტერეში

პრეზიდენტის  ცეცხლმოდებული ავტომანქანამ 200 მეტრამდე მანძილის გავლა მოახერხა გრიშაშვილის ქუჩის ასახვევამდე. რა დროსაც იქვეე საგზაო პოლიციის თანამშრომელი აგრიკ გასპარიანი შეინიშნეს, საგზაო პოლიციის ჟიგულში ჩასვეს პრეზდენტი და კრაწანისში აიყვანეს.

1998 წლის 9 თებერვალს პრეზიდენტ ედვარდ შევარდნაძეზე თავდასხმის  შედეგად  დაიღუპა შევარდნაძის დაცვის 1 თანამშრომელი, სპეცდანიშნულების რაზმის ერთი მებრძოლი. პრეზიდენტის დაცვის საპასუხო ცეცხლით დაიღუპა, ასვე ერთი თავდამსხმელი ეროვნებით ჩეჩენი მებრძოლი.

ინტენსიური ორმხრივი სროლის შედეგად პრეზიდენტის დაცვას ტყვიაწმალი გაუთავდა და სროლა შეწყვიტეს  თავდამსხმელებს პრეზიდენტის დაცვის წვერები უყვიროდნენ,   რომ მათთვის არ ესროლათ.

ესკორტის რამდნენიმე მანქანას ცეცხლი ჰქონდა გაჩენილი და იწვოდა, თავმდამსხმელებმა ჩათვალეს რომ შევარდნაძე მოკლეს და შემთხვევის ადგილი დატოვეს.

ვფიქრობთ მკითხველითვის საინტერესო იქნება პრეზიდენტის ესკორტზე თავდასხმაში გამოყენებული ტანკსაწინააღდეგო ყუმბარსატყორცნების და კუმულაციური ხელყუმბარების ტექნიკური მონაცმების გაცნობა.

დღმდე ისმევა კითხვა, თუ რატომ ვერ ააფეთქაა РПГ-26 “აგნელის” ტიპის ხელის ტანკსაწინაღმდეგო ყუმბარსატყორცნმა  პრეზიდენტ შევარდნაძის მსუბუქად შეჯავშნული მერსედერსი მაშინ როდესაც РПГ-26 «Аглень” თანამედროვე ტანკების და ჯავშანმანქანების აფეთქებს და რატომ ვერ ააფეთქა მსუბუქად დაჯავშნული ლიმუზინი,  რომლის მსუბუქი შეჯავშნა გათვალისწინებული იყო ტყვიების და ნამსხვრევების შესაკავებლად და არა ტანკსაწინააღმდეგო კუმულციური ჭურვების შეკავებაზე. განაგრძეთ კითხვა

 

 

16730223_1833740846874037_4419519267794031421_n

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი