მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
„რძის პროდუქტები არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქცია ჩვენი შვილებისთვის და საოჯახო მეურნეობები ალბათ ყველაზე მეტს ამ კუთხით ხარჯავენ. წუხილი და შეშფოთება არის რძის პროდუქტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით. მესმის, რომ ეს თქვენი კეთილი ნებაა, ისაუბრებთ თუ არა რაიმე „ქეშბექების“ პროცენტებზე თუ იმ გადასახადებზე, რომელიც აძვირებს თქვენს პროდუქციას, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან. ამიტომ, თხოვნა მაქვს, რომ თქვენი თანამშრომლობა ამ კომისიასთან საბოლოო მიზანს ემსახურებოდეს, რომ ეს პროდუქცია შეძლებისდაგვარად გაიაფდეს ისე, რომ გაცილებით მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). წილოსანი რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელს: თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან. თხოვნა მაქვს, პროდუქცია გაიაფდეს ისე, რომ მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა. 11 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/წილოსანი-რძის-პროდუქტები/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T07:56:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
