ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა, თავის დროზე, ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
მისივე თქმით, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა გერად და ეს უნდა შეიცვალოს.
„მარტივად შეგვიძლია, ავიღოთ სტატისტიკა, რა არის ტრადიციული ტექნიკური დარგები, დისციპლინები, რომლებიც იყო წარმოდგენილი, თავის დროზე, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, რომ 43% არის ტექნიკური მიმართულება, 57% არის სამართალი, ეკონომიკა და აგრარული და სხვა დისციპლინები, რომელთაც საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომლებიც, თავის დროზე, ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს არის სტატისტიკა, მარტივი სტატისტიკა. ტექნიკური მიმართულება საკუთარ ინსტიტუტში, საკუთარ, დღეს უკვე, უნივერსიტეტში იქცა გერად. ეს უნდა შეიცვალოს და როგორც შეიქმნა თავის დროზე ეს მიმართულება, ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასე ვთქვათ, ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი, ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ეს ყველაფერი ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე, არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, თავის დროზე, იცით, რომ ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი. ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა, თავის დროზე, ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ“, – განაცხადა პრემიერმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ირაკლი კობახიძე: ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი – გვინდა, აღვუდგინოთ თსუ-ს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერ. 5 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-კობახიძე-ბოლშევი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-23T20:56:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
