გარდაბანში ქმრის მიერ მოკლული გოგოს ვინაობა ცნობილია

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

გარდაბანში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ვინაობა ცნობილია. 25 წლის მარიამ გახოკიძეს 40 წლამდე კაცმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დანაშაული გარდაბნის ცენტრში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებული თავად ჩაბარდა პოლიციას. დამატებითი დეტალები უცნობია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გარდაბანში ქმრის მიერ მოკლული გოგოს ვინაობა ცნობილია. 5 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გარდაბანში-ქმრის-მიერ-მო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi