ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის მხარე გავრცელებულ წერილზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა. 12 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-ღარიბაშვილს-5-წლით/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi