პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა…“ - „ბევრი სირთულე...

„ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა…“ – „ბევრი სირთულე ახლდა ამ ამბავს. პირდაპირ ეშმაკების შემოტევას ჰგავდა. ღვთის მადლით გავართვი თავი და ბევრიც გამოკეთდა“ -მამა აკაკი

„სარკის“ არქივში ინახება უნიკალური ინტერვიუ მეტეხის ტაძრის წინამძღვარ მამა აკაკი მელიქიძესთან, რომელშიც ის ჰყვება, თუ როგორ, რა ვითარებაში დაიწყო კვეთებულის ლოცვების კითხვა. „ბევრი სირთულე ახლდა ამ ამბავს. პირდაპირ ეშმაკების შემოტევას ჰგავდა. ღვთის მადლით გავართვი თავი და ბევრიც გამოკეთდა“, – აღნიშნავდა მამა აკაკი.

სამწუხაროდ, 20 დეკემბერს ეს განსაკუთრებული მადლის  მქონე მღვდელი გარდაიცვალა… მის მოღვაწეობასა და სიცოცხლის ბოლო დღეებზე „სარკეს“ მისმა ბიძაშვილმა, ჟურნალისტმა, გოგიტა მელიქიძემ უამბო:

რომ ვუთხარი, როდის გნახო-მეთქი, მიპასუხა, შაბათს ვიქნები ტაძარში, მსახურებას ჩავატარებ, იქ მოდი და გნახავო. სწორედ იმ შაბათს გარდაიცვალა, როდესაც მსახურება უნდა ჩაეტარებინა და ტაძარში მოასვენეს. ის, რაც თქვა, შეასრულა – ტაძარში დამხვდა… ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა.

ეუბნებოდა, კარგად იქნებით, თქვენი იმედი მაქვს, არ შემარცხვინოთ, ისეთი ქრისტიანები იყავითო… პასუხი რომ მოვიდა, სადაც ეწერა, მამა აკაკი დაიკრძალოს მეტეხის ტაძრის ეკლესიაშიო, უნდა გენახათ, როგორი აღფრთოვანებული შეხვდა ყველა ამ გადაწყვეტილებას. დავინახე, როგორ ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ, მამა აკაკი ჩვენთან დარჩაო… რამდენიმე სასწაულს მეც შევსწრებივარ.

სულ მეუბნებოდა, არ თქვაო. ახლა დამთავრდა მისი მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულების შესახებ დიახაც ყველამ უნდა გაიგოს…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  სიმპტომები და გადარჩენის წესები გველის ნაკბენის შემთხვევაში – რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს, თუ ის გველმა დაკბინა? როგორია პირველი დახმარება საველე პირობებში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი